რატომ არ უშვებენ არგენტინაში ორსული რუსი ქალების ნაწილს? - აკრძალვების ფონზე რუსებმა სხვა ქვეყნებში შესვლის ხერხს "მიაგნეს", თუმცა... | Allnews.Ge

რატომ არ უშვებენ არგენტინაში ორსული რუსი ქალების ნაწილს? - აკრძალვების ფონზე რუსებმა სხვა ქვეყნებში შესვლის ხერხს "მიაგნეს", თუმცა...

არ­გენ­ტი­ნა­ში რუ­სე­ბის­თვის ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის გა­უქ­მე­ბა და­ი­წყეს. კა­ნო­ნი მხო­ლოდ რუ­სე­თის იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს ეხე­ბათ, რომ­ლებ­მაც არ­გენ­ტი­ნა ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვეს და ქვე­ყა­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად არ დარ­ჩნენ.

ამ თე­მა­ზე მიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის ეროვ­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა, ფლო­რენ­ცია კა­რი­ნა­ნომ ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­არ­ხის, C5N-ის ეთერ­ში ისა­უბ­რა.

"კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვას იმ რუ­სებს ვუ­ჩე­რებთ, რომ­ლე­ბიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად ჩა­მო­ვიდ­ნენ, რად­გან მათი შვი­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლია, მაგ­რამ ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით მეტ დროს ატა­რე­ბენ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ“, - ამ­ბობს ფლო­რენ­ცია კა­რი­ნა­ნო.თუ მათი საქ­მე­ე­ბი სა­სა­მარ­თლომ­დე მივა, ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი მი­უ­თი­თებს, რომ ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, რად­გან დო­კუ­მენ­ტის მფლო­ბე­ლებ­მა ერთი თვე გა­ა­ტა­რეს არ­გენ­ტი­ნა­ში, ქვე­ყა­ნა და­ტო­ვეს და უკან აღარ ჩა­მო­სუ­ლან “, - და­ა­ზუს­ტა კა­რი­ნი­ა­ნომ.

ამ გან­ცხა­დე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ექ­ვსი ორ­სუ­ლი რუსი ქალი არ­გენ­ტი­ნა­ში არ შე­უშ­ვეს, რად­გან მათ მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი "ყალ­ბი აღ­მოჩ­ნდა."

ახლა ყვე­ლა მათ­გა­ნი არ­გენ­ტი­ნის ერთ-ერთ აე­რო­პორ­ტშია.

თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის მსურ­ვე­ლი 14-მდე რუსი ბუ­ე­ნოს-აი­რეს­ში მთავ­რო­ბის შე­ნო­ბას­თან ბა­ნე­რე­ბით მი­ვი­და, სა­დაც ეწე­რა: "ორ­სუ­ლო­ბა და­ნა­შა­უ­ლი არ არის.“

ისი­ნი მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, რომ ქა­ლე­ბი ქვე­ყა­ნა­ში შე­უშ­ვან.

c805a07e40069c9dcb154a73a2d69487-870x400-69149-1676349003.jpg

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­სუ­ლო­ბის ბოლო პე­რი­ოდ­ში მყო­ფი ათა­სო­ბით რუსი ქალი არ­გენ­ტი­ნა­ში ჩა­ვი­და, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, მიზ­ნად აქვთ, რომ მათ­მა შვი­ლებ­მა არ­გენ­ტი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღონ

ცნო­ბის­თვის, თუ ბავ­შვს არ­გენ­ტი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ექ­ნე­ბა, მშობ­ლე­ბის­თვი­საც მარ­ტივ­დე­ბა. არ­გენ­ტი­ნის პას­პორ­ტის მფლო­ბე­ლებს კი 171 ქვე­ყა­ნა­ში შე­უძ­ლი­ათ უვი­ზოდ მოგ­ზა­უ­რო­ბა, რუ­სუ­ლი პარსპორ­ტით - 87 ქვე­ყა­ნა­ში.

და­სავ­ლე­თის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გარ­თულ­და მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა. ქვეყ­ნე­ბის ნა­წილ­მა შე­ა­ჩე­რა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზე­ბის გა­ცე­მა.

myquiz