თურქეთის მიწისძვრას ცნობილი სერიალის "ერთხელ ჩუქუროვაში" მსახიობი და მისი ქალიშვილი ემსხვერპლნენ | Allnews.Ge

თურქეთის მიწისძვრას ცნობილი სერიალის "ერთხელ ჩუქუროვაში" მსახიობი და მისი ქალიშვილი ემსხვერპლნენ

6 თე­ბერ­ვალს თურ­ქე­თი­სა და სი­რი­ის სა­ზღვარ­ზე მომ­ხდარ მი­წისძვრი­სას, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 22 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მაშ­ვე­ლე­ბი ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ძებ­ნას გა­ნაგ­რძო­ბენ და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა.

დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლთა შო­რის არი­ან დედა-შვი­ლი ემელ და ჰან­დე პუ­რი­ან ატი­ჩე­ბი.

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლები მსა­ხი­ობ ემელ ატიჩს სე­რი­ალ "ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­დან“ იც­ნო­ბენ. ქალი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ თურ­ქულ სე­რი­ალ­ში ეპი­ზო­დურ როლს თა­მა­შობ­და.

fon2m6bwcaaexro-82734-1676100920.jpg

სამ­ძიმ­რის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს სე­რი­ა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი:

"სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ ჩვე­ნი სე­რი­ა­ლის ძვირ­ფა­სი მსა­ხი­ო­ბის ემელ ატი­ჩი­სა და მისი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს, ასე­ვე მი­წისძვრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ ყვე­ლა ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს".

სამ­ძიმ­რის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბე­ი­ქო­ზის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დიც .

”ჩვენ ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტის მარ­თვის პროგ­რა­მის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლის ჰან­დე პუ­რი­ან ატი­ჩი­სა და მისი დე­დის, ემელ ატი­ჩის, გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ვუ­სამ­ძიმ­რებთ მის ოჯახს და გულ­შე­მატ­კივ­რებს...“

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბი­დან ჩანს, დედა-შვილს ნა­თე­სა­ვე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ.

myquiz