ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტის წინ ბრიუსელში ევროპარლამენტს ეწვია. უკრაინის პრეზიდენტს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა შეხვდა. სიტყვით მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება უკრიანაში მიმდინარე ომსა და ევროპის ქვეყნების დახმარებაზე გაამახვილა.

"მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და უცვლელი პოზიციის შენარჩუნებისთვის. უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია ევროპული ფასეულობები. ევროპის უდიდესი საფრთხე ახლა დიქტატორია, რომელსაც უზარმაზარი რესურსები და შეირაღება აქვს. იმისათვის, რომ ევროპაში სტაბილურობა დამყარდეს აუცილებელია მისი დამარცხება."- განაცხადა მან.

myquiz