11 თებერვალს დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის - წარმოადგენს თუ არა ის საფრთხეს? | Allnews.Ge

11 თებერვალს დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის - წარმოადგენს თუ არა ის საფრთხეს?

11 თე­ბერ­ვალს, ას­ტე­რო­ი­დი, რომ­ლის დი­ა­მეტ­რი, და­ახ­ლო­ე­ბით, 49 მეტ­რია, დე­და­მი­წას ჩა­უვ­ლის. ამის შე­სა­ხებ NASA-ს რე­აქ­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია იტყო­ბი­ნე­ბა.

ას­ტე­რო­ი­დი 2023 BC8, რო­მე­ლიც სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვის ზო­მი­საა, დე­და­მი­წას ყვე­ლა­ზე ახ­ლოს, 11 თე­ბერ­ვალს, 5 930 000 კმ მან­ძილ­ზე მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა. ას­ტე­რო­ი­დის სიჩ­ქა­რე სა­ათ­ში 50400 კმ-ია.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ეს ას­ტე­რო­ი­დი არ არის „პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ში­ში“, რად­გან მისი სიგ­რძე არ აღე­მა­ტე­ბა 150 მეტრს, თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რი მან­ძი­ლი დე­და­მი­წი­დან 7,5 მი­ლი­ონ კი­ლო­მეტრზე ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა. იმი­სათ­ვის, რომ გა­ნი­სა­ზღვროს რო­გორც „პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ში­ში“, ის ერ­თდრო­უ­ლად უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ორი­ვე პა­რა­მეტრს.

27 იან­ვრის ღა­მეს, ას­ტე­რო­იდ­მა 2023 BU დე­და­მი­წას ჩა­უ­ა­რა. მისი მი­ნი­მა­ლუ­რი მან­ძი­ლი ჩვენს პლა­ნე­ტამ­დე მხო­ლოდ 3600 კმ იყო.

myquiz