ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა

BBC-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდ ბრიტანეთში ჩავა. როგორც მედია წერს, გასულ წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის გარეთ ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია. პირველად ზელენსკი აშშ-ში იმყოფებოდა.

Sky News-ი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ - მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება.

საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით კი, უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პარლამენტსაც მიმართავს სიტყვით.

myquiz