მრავალწლიანი მტრობის შემდეგ სომხეთი თურქეთს ეხმარება - ფაშინიანი ერდოღანს ესაუბრა და მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ძალას გზავნის | Allnews.Ge

მრავალწლიანი მტრობის შემდეგ სომხეთი თურქეთს ეხმარება - ფაშინიანი ერდოღანს ესაუბრა და მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ძალას გზავნის

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტს, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღანს ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რა.

სომ­ხე­თის მთავ­რო­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ფა­ში­ა­ნი­ან­მა მი­უ­სამ­ძიმ­რა ერ­დო­ღან­სა და თურქ ხალ­ხს და თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­და ქვეყ­ნის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ­ში მომ­ხდა­რი ძლი­ე­რი მი­წისძვრის შე­დე­გად, მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მსხვერ­პლის გამო.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ფა­ში­ნი­ან­მა ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულს მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა უსურ­ვა და დას­ძი­ნა, რომ სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბი მი­ე­მარ­თე­ბი­ან თურ­ქე­თის­კენ და მათი თვითმფრი­ნა­ვი ერევ­ნის აე­რო­პორ­ტი­დან კა­ტას­ტრო­ფის ზო­ნა­ში გა­საფ­რე­ნად ემ­ზა­დე­ბა.

თა­ვის მხრივ, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა სომ­ხე­თის პრე­მი­ერს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დახ­მა­რე­ბის­თვის და აღ­ნიშ­ნა, რომ თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა დი­დად აფა­სებს სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რას. მან ხაზი გა­უს­ვა ამ ნა­ბი­ჯის მნიშ­ვნე­ლო­ბას ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დი­ა­ლო­გის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბის კონ­ტექ­სტში.

ცნო­ბის­თვის, თურ­ქეთ­სა და სომ­ხეთს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ აქვთ.

თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში 6 თე­ბერ­ვლის გამ­თე­ნი­ი­სას ძლი­ე­რი მი­წისძვრა მოხ­და. ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში, მი­წისძვრის შე­დე­გად, მი­ნი­მუმ 8 294 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, თურ­ქეთ­ში მი­წისძვრას 5 894 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, სი­რი­ა­ში კი - 2 400.

თურ­ქე­თის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, ფუათ ოქთა­ის გან­ცხა­დე­ბით, ნან­გრე­ვე­ბი­დან, ამ დრომ­დე, 8 000-ზე მეტი ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მოყ­ვა­ნა მო­ხერ­ხდა.

myquiz