თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5 000-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5 000-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 4 940 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრას მინიმუმ 3 381 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აჭარბებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში 11 000 შენობა დაზიანდა. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე გადაუდებელი დახმარების 25 000-მდე თანამშრომელი მუშაობს. მაშველები დაშავებულების გადასაყვანად და სამძებრო სამუშაოებში მინიმუმ 10 გემს და 54 თვითმფრინავს იყენებენ.

რაც შეეხება სირიას, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1559-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი - 3 648-ია.

myquiz