სილამაზის კონკურსში "მისის სამყარო 2022" რუსეთის წარმომადგენლის გამარჯვება სკანდალად იქცა | Allnews.Ge

სილამაზის კონკურსში "მისის სამყარო 2022" რუსეთის წარმომადგენლის გამარჯვება სკანდალად იქცა

6 თე­ბერ­ვალს, ბულ­გა­რე­თის დე­და­ქა­ლაქ სო­ფი­ა­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი "მი­სის სამ­ყა­რო 2022“ ჩა­ტარ­და, რო­მელ­შიც და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. გა­მარ­ჯვე­ბა რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა - 34 წლის ელენა მაქ­სი­მო­ვამ მო­ი­პო­ვა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუ­სის გა­მარ­ჯვე­ბას უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და­ა­ჯილ­დო­ვეს.

"მა­შინ, რო­დე­საც რუსი ანა ლი­ნი­კო­ვა "მის სამ­ყა­რო 2022“-დან შე­ში­ნე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და, ბულ­გა­რეთ­ში რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელს გვირ­გვი­ნი და­ად­გეს, ეს იმ დროს, რო­დე­საც ეს ქვე­ყა­ნა ყო­ველ­დღი­უ­რად ბომ­ბავს უკ­რა­ი­ნას", - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია.

image-40311-1675759482.jpg

"მი­სის სამ­ყა­რო 2022“-ზე, სულ 120 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ შო­რის იყ­ვნენ: ჩი­ნე­თი­დან, ტა­ი­ლან­დი­დან, ფი­ლი­პი­ნე­ბი­დან, ია­პო­ნი­ი­დან, ინ­დო­ე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, ეს­პა­ნე­თი­დან, აშშ-დან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან.

06-1675599877-1675600069-40297-1675759371.jpg

34 წლის ელე­ნა მაქ­სი­მო­ვა ქა­ლაქ იჟევ­სკში ცხოვ­რობს, ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა "მი­სის სამ­ყა­რო­ზე“ გა­მარ­ჯვე­ბა რუს კონ­კურ­სანტს ხვდა წი­ლად. რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცია აღ­ნიშ­ნავს, რომ ბულ­გა­რეთ­ში მათ ნორ­მა­ლუ­რად ექ­ცე­ოდ­ნენ. მა­შინ, როცა ანა ლი­ნი­კო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ "მის მსოფ­ლი­ოს“ კონ­კურ­სზე მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას კონ­კურ­სან­ტე­ბი გა­ურ­ბოდ­ნენ.

"ყვე­ლა ქვე­ყა­ნა და­დე­ბი­თად გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჩვენს დე­ლე­გა­ცი­ას. ეს ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,“ - წე­რენ გა­ხა­რე­ბუ­ლი რუ­სე­ბი. იხილეთ სრულად

myquiz