თურქეთში კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - რა ინფორმაცია ვრცელდება მომხდარზე? | Allnews.Ge

თურქეთში კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - რა ინფორმაცია ვრცელდება მომხდარზე?

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ გოლბასის მახლობლად დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2921 ადამიანი დაიღუპა და 15 834 დაშავდა. ვიცე-პრეზიდენტ, ფუათ ოტქაის ინფორმაციით, მაშველებმა შენობების ნანგრევებიდან 7840 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ძლიერი მიწისძვრა იყო სირიაშიც, სტიქიას ამ დროის მონაცემებით 1444 ადამიანი ემსხვერპლა.

შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 7-დღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. მისი თქმით, მაშველები ყველაფერს აკეთებენ დაზიანებული შენობებიდან გადარჩენილების ამოსაყვანად.

myquiz