თურქეთში, მიწისძვრის შედეგად, 284 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი, სულ მცირე, 237 - დაშავებულია ასეულობით ადამიანი, იტალია მოსახლეობას ცუნამის შესახებ აფრთხილებს | Allnews.Ge

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად, 284 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი, სულ მცირე, 237 - დაშავებულია ასეულობით ადამიანი, იტალია მოსახლეობას ცუნამის შესახებ აფრთხილებს

თურ­ქეთ­ში, მი­წისძვრის შე­დე­გად, 76 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, სი­რი­ა­ში კი - 40-ზე მეტი - და­შა­ვე­ბუ­ლი ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი, იტა­ლია მო­სახ­ლე­ო­ბა ცუ­ნა­მის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს (ფოტო, ვი­დეო)

თურ­ქეთ­ში, სი­რი­ის სა­ზღვარ­თან დღეს დი­ლით ძლი­ე­რი მი­წისძვრა მოხ­და. აშშ-ის გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, მი­წისძვრის ბიძ­გე­ბის სიმ­ძლავ­რე 7.8 მაგ­ნი­ტუ­და იყო. თურ­ქი სე­ის­მო­ლო­გე­ბის შე­ფა­სე­ბით კი კი მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რე 7.4 მაგ­ნი­ტუ­დას შე­ად­გენ­და.

mitisdzvra1-37375-1675666147.jpg

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წისძვრის შე­დე­გად, სულ ცოტა 284 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი თურ­ქე­თის კა­ტას­ტრო­ფე­ბის სა­ა­გენ­ტო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლე­ბენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შა­ვე­ბუ­ლია 440 ადა­მი­ა­ნი.

მე­ზო­ბელ სი­რი­ა­ში სულ მცი­რე 237 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 630-ზე მეტი და­შავ­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას სი­რი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო SANA ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში ძლი­ე­რი მი­წისძვრის შე­დე­გად დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის ნან­გრე­ვე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა.

სძვრის შე­დე­გად დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის ნან­გრე­ვე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა.

თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სუ­ლე­ი­მან სო­ი­ლუს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი ძლი­ე­რი მი­წისძვრის შე­დე­გად 10 ქა­ლა­ქი და­ზა­რალ­და.მისი თქმით, და­ზა­რალ­და ქა­ლა­ქე­ბი გა­ზი­ან­თე­ფი, ქაჰ­რა­მან­მა­რა­ში, ჰა­თაი, ოს­მა­ნიე, ადი­ა­მა­ნი, მა­ლა­ტია, შან­ლი­ურ­ფა, ადა­ნა, დი­არ­ბა­ქი­რი და ქი­ლი­სი.

mitisdzvra111-37388-1675666160.jpg

იტა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას ცუ­ნა­მის პო­ტენ­ცი­უ­რი რის­კის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს.

კერ­ძოდ, მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ შე­მაღ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ე­ლო­დონ.

"გე­ო­ფი­ზი­კი­სა და ვულ­კა­ნო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ცუ­ნა­მის გან­გა­შის ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მოს­ცა გაფრ­თხი­ლე­ბა 7.8 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრის შემ­დეგ, რომ­ლის ეპი­ცენ­ტრი თურ­ქეთ­სა და სი­რი­ას შო­რის მდე­ბა­რე­ობ­და, იტა­ლი­ის სა­ნა­პი­რო­ზე შე­საძ­ლო ცუ­ნა­მის ტალ­ღე­ბის შე­სა­ხებ. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ზღვის­პი­რა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­ტო­ვე­ბა, უფრო მა­ღალ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლა და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­თი­თე­ბე­ბის დაც­ვა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია იტა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში დღეს მომ­ხდარ მი­წისძვრას, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. დან­გრე­უ­ლია ათო­ბით შე­ნო­ბა და და­შა­ვე­ბუ­ლია ასო­ბით ადა­მი­ა­ნი.

myquiz