აშშ-მა ჩინური სათვალთვალო ბუშტი ჩამოაგდო - რა ვიცით მომხდარზე? | Allnews.Ge

აშშ-მა ჩინური სათვალთვალო ბუშტი ჩამოაგდო - რა ვიცით მომხდარზე?

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გიგანტური ჩინური ბუშტი ჩამოაგდო, რომელიც ამერიკის მთავარ სამხედრო ობიექტებზე თვალთვალს ახორციელებდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მისმა მოიერიშე თვითმფრინავებმა აეროსტატი აშშ-ს ტერიტორიულ წყლებზე ჩამოაგდეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით გამოთქვა "ძლიერი უკმაყოფილება და პროტესტი აშშ-ს მიერ ძალის გამოყენების წინააღმდეგ სამოქალაქო უპილოტო თვითმფრინავებზე”.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბურთი ზღვაში მცირე აფეთქების შემდეგ ჩავარდა.

myquiz