მექსიკაში ზოოპარკის დირექტორმა ზოოპარკის ბინადარი 4 თხა დაკლა და მათი ხორცი საშობაო წვეულებისთვის მოამზადა - რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას | Allnews.Ge

მექსიკაში ზოოპარკის დირექტორმა ზოოპარკის ბინადარი 4 თხა დაკლა და მათი ხორცი საშობაო წვეულებისთვის მოამზადა - რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას

სამ­ხრეთ მექ­სი­კა­ში, ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ­მა ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­და­რი, ოთხი თხა დაკ­ლა და მათი ხორ­ცით სა­შო­ბაო წვე­უ­ლე­ბის­თვის კერ­ძე­ბი მო­ამ­ზა­და. ამის შე­სა­ხებ "გარ­დი­ა­ნი" მექ­სი­კურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

"ეს ოთხი ცხო­ვე­ლი დაკ­ლეს და მო­ხარ­შეს ზო­ო­პარ­კის შე­ნო­ბა­ში და მი­ირ­თვეს წლის ბო­ლოს, წვე­უ­ლე­ბა­ზე“, - ამ­ბობს მექ­სი­კის გა­რე­მოს დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის დი­რექ­ტო­რი და ზო­ო­პარ­კის იმ­დრო­ინ­დელ დი­რექ­ტორს, ხოსე რუ­ბენ ნა­ვას ადა­ნა­შა­უ­ლებს.მი­სი­ვე თქმით, გარ­და იმი­სა, რომ ცხო­ვე­ლე­ბი დაკ­ლეს, ამან საფრ­თხე შე­უქ­მნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­საც, რომ­ლებ­მაც მათი ხორ­ცი მი­ირ­თვეს, რად­გან სა­უ­ბა­რია თხის ისეთ ჯი­შებ­ზე, რო­მელ­თა ხორ­ციც საკ­ვე­ბად არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

რუ­ბენ ნავა 12 იან­ვარს ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მი­ზე­ზი ზო­ო­პარკში ირ­მის სიკ­ვდი­ლი იყო. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ზო­ო­პარკში ზო­გი­ერ­თი ცხო­ვე­ლი ნა­ვას ბრძა­ნე­ბით გა­ი­ყი­და, ზო­გიც დაკ­ლეს და შე­ჭა­მეს.

ცნო­ბის­თვის, მექ­სი­კას დიდი ხა­ნია პრობ­ლე­მა აქვს კერ­ძო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნის გამო. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მექ­სი­კა­ში ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი აშე­ნებ­დნენ ლო­მე­ბის, ვე­ფხვე­ბის და სხვა გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის კერ­ძო მე­ურ­ნე­ო­ბებს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი გარ­ბი­ან კერ­ძო მფლო­ბე­ლე­ბის­გან და თავს ეს­ხმი­ან ადა­მი­ა­ნებს.

myquiz