"ისე ეშინოდათ თავიანთი მთავრობის, სიცოცხლის რისკის მიუხედავად, გაბედეს და გაიქცნენ"- გაქცევა რუსეთიდან ალასკაზე მეთევზის ნავით | Allnews.Ge

"ისე ეშინოდათ თავიანთი მთავრობის, სიცოცხლის რისკის მიუხედავად, გაბედეს და გაიქცნენ"- გაქცევა რუსეთიდან ალასკაზე მეთევზის ნავით

მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და, ყო­ველ­დღე ვეც­ნო­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ებს, რომ­ლებ­მაც ომის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით ქვე­ყა­ნა სხვა­დას­ხვა გზით და­ტო­ვეს. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე რის­კი­ა­ნი და სა­ში­ში გზე­ბი­თაც. ამ სტა­ტი­ის ორი გმი­რი ჩუ­კოტ­კი­დან არი­ან. მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი პა­ტა­რა სა­თევ­ზაო ნა­ვით გა­ემ­გზავრნენ ალას­კა­ში, რათა თავ­შე­სა­ფა­რი ეთხო­ვათ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. იქ ჩას­ვეს ცი­ხე­ში, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ვიდ­რე ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის თა­ო­ბა­ზე მათ გან­ცხა­დე­ბებს გა­ნი­ხი­ლავს, გაქ­ცე­უ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი სლა­ვუ­რი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცენ­ტრი ეხ­მა­რე­ბა.

BBC მათი უჩ­ვე­უ­ლო ის­ტო­რი­ის დე­ტა­ლებს მოგ­ვი­თხრობს.

5 ოქ­ტომ­ბერს, პა­ტა­რა სა­თევ­ზაო ნავი ინუ­ი­ტე­ბის სო­ფელ გამ­ბელს მი­ად­გა, რო­მე­ლიც წმინ­და ლო­უ­რენ­სის კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე­ობს. კუნ­ძუ­ლი ალას­კას შტა­ტის ნა­წი­ლია, თუმ­ცა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად ის კი­დევ უფრო ახ­ლო­საა ჩუ­კოტ­კას­თან, ვიდ­რე ამე­რი­კას­თან. კუნ­ძულ­ზე 1200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

ორმა უც­ნობ­მა მა­მა­კაც­მა ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია Google Translate-ის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ა­ხერ­ხეს:

მა­მა­კა­ცებ­მა გან­მარ­ტეს, რომ ისი­ნი რუ­სე­თი­დან გა­იქ­ცნენ, რათა ომში არ წა­ეყ­ვა­ნათ და ახლა პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს ითხოვ­დნენ.

128433493-118189023-107735650987872-930228543123232334-n-39297-1675141219.jpg

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახალ­ჩა­მო­სუ­ლებს პი­ცით გა­უ­მას­პინ­ძლდნენ და თურ­მე უთხრეს, - კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა ამე­რი­კა­ში, ახლა უსაფრ­თხოდ ხარ­თო...

ეს ორი გა­ბე­დუ­ლი მა­მა­კა­ცი 52 წლის სერ­გეი ნე­ჩა­ე­ვი და 45 წლის მაქ­სიმ ტე­უ­ნა­უ­ტი არი­ან, ორი მე­გო­ბა­რი ჩუ­კოტ­კას ზღვის­პი­რა სო­ფელ ეგ­ვე­კი­ნო­ტი­დან. მათ ომის­თვის თა­ვის ასა­ცი­ლებ­ლად, გა­და­წყვი­ტეს ამე­რი­კა­ში წა­სას­ვლე­ლად ზღვა გა­და­ე­ლა­ხათ.

მა­მა­კა­ცე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ცუ­რავ­დნენ ჩუ­კოტ­კის სა­ნა­პი­როს გას­წვრივ, გა­მორ­თეს ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რად­გან ეში­ნო­დათ მე­სა­ზღვრე­ებს არ შე­ემ­ჩნი­ათ. ღა­მით სა­ნა­პი­რო­ზე და­ბა­ნაკ­დნენ. რო­დე­საც მათ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტეს ბე­რინ­გის ზღვის გა­და­ცურ­ვა, ქა­რიშ­ხალ­ში მოხ­ვდნენ და იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ რუ­სე­თის სა­ნა­პი­რო­ზე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ.

ზღვის გა­დაკ­ვე­თის მე­ო­რე მცდე­ლო­ბი­სას ისევ და­ი­წყო ქა­რიშ­ხა­ლი, მაგ­რამ ისი­ნი ამან ვე­ღარ შე­ა­ჩე­რა. მაქ­სიმ ტე­უ­ნა­უ­ტი გა­მოც­დი­ლი მე­თევ­ზეა, მისი "ინ­სტაგ­რა­მი" სავ­სეა ნავ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით და ახ­ლად და­ჭე­რი­ლი თევ­ზის სუ­რა­თე­ბით. მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ მისი უნა­რე­ბის წყა­ლო­ბით გა­დარ­ჩნენ. იხილეთ სრულად

myquiz