ვინ დაესხა ირანს დრონებით და რატომ დაიბარეს ამ ქვეყნის საგარეო უწყებაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული? | Allnews.Ge

ვინ დაესხა ირანს დრონებით და რატომ დაიბარეს ამ ქვეყნის საგარეო უწყებაში უკრაინის საქმეთა რწმუნებული?

ვინ და­ეს­ხა ირანს დრო­ე­ნე­ბით? - ეს ჯერ ისევ უც­ნო­ბია. The Wall Street Journal-ი იმოწ­მებს ინ­კოგ­ნი­ტო წყა­როს - აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ თავ­დას­ხმის უკან ის­რა­ე­ლი უნდა იყოს, თუმ­ცა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

"ყვე­ლამ ვი­ცით ვის აქვს საკ­მა­რი­სი მო­ტი­ვა­ცია და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ ირა­ნის სიღ­რმე­ში ასე­უ­ლო­ბით კი­ლო­მეტრზე მსგავ­სი შე­ტე­ვა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ანა­ლი­ტი­კოს­მა ზურა ბა­ტი­აშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“, ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე მომ­ხდა­რი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი თავ­დას­ხმე­ბის შე­ა­ფა­სე­ბი­სას.

რო­გორც ბა­ტი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნულ თავ­დას­ხმებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არც ირანს გა­უ­კე­თე­ბია და არც ამის პო­ტენ­ცი­ურ ჩამ­დენს.

"ირან­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და შე­ტე­ვა. მე­ო­რე სა­კი­თხია ვინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ის - ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა არც ირანს გა­უ­კე­თე­ბია და არც იმას, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა ეს შე­ტე­ვა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა ყვე­ლამ ვი­ცით, ვის აქვს საკ­მა­რი­სი მო­ტი­ვა­ცია და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ ირა­ნის სიღ­რმე­ში ასე­უ­ლო­ბით კი­ლო­მეტრზე გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა მსგავ­სი შე­ტე­ვა.

iran-military-drone-083422-1-2927914-20230129204719-1675086772.jpg

ბევ­რი ამას შე­იძ­ლე­ბა უკავ­ში­რებ­დეს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს - კი, კავ­შირ­ში არის, მაგ­რამ პირ­და­პირ კავ­შირ­ში ნაკ­ლე­ბად. ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი პრობ­ლე­მე­ბით და­ხუნძლუ­ლი რე­გი­ო­ნია, მაგ­რამ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომმა ისი­ნი მე­ო­რე პლან­ზე გა­და­წია. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი სად­მე წა­ვი­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში კი­დევ არა­ერ­თხელ და­ვი­ნა­ხავთ ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რად გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე ვართ, რად­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას გან­ვიც­დით.

"ირა­ნის ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტი არის ის­რა­ე­ლის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს გა­ნად­გუ­რე­ბა. ამი­ტომ, ის­რა­ე­ლის­თვის ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი და ფა­ქი­ზია ირა­ნის ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის თემა. ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ვხე­დავთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კო­ა­ლი­ცი­ებ­საც - ერ­თის მხრივ, ის­რა­ე­ლი, თურ­ქე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ერ­თად და ირა­ნი, რო­მე­ლიც ამას მი­იჩ­ნევს ერ­თგვარ ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვად - თა­ნაც, თუ ამას სა­უ­დის არა­ბეთს და­ვუ­მა­ტებთ, რო­მე­ლიც ირა­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ირა­ნის ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც აქვს აშშ-სთან, გრძელ­დე­ბა და გრძელ­დე­ბა სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არის და­წე­სე­ბუ­ლი და არის მძი­მე. ეს სან­ქცი­ე­ბი ასე­ვე მძი­მეა ირა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვი­საც და ბოლო დრო­ში ვხე­დავთ ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­ურ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს. თუ ადრე ვხე­დავ­დით, რომ ეს იყო რო­მე­ლი­მე ერთი კლა­სის პრო­ტეს­ტი, ახლა უკვე ყვე­ლა არის ჩარ­თუ­ლი და უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი არის. დრო­დად­რო ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა აალ­დე­ბა ხოლ­მე, ის არ­სად წა­სუ­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ზურა ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ირან­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა რწმუ­ნე­ბუ­ლი იხმო მისი ქვეყ­ნის კო­მენ­ტა­რის გამო. შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა, მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა "ტვი­ტერ­ზე" გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ირა­ნის ობი­ექ­ტზე თავ­დას­ხმა პირ­და­პირ და­უ­კავ­ში­რა უკ­რა­ი­ნა­ში ომს. უკ­რა­ი­ნა ირანს ბრა­ლად სდებს რუ­სე­თის­თვის ასე­უ­ლო­ბით დრო­ნის მი­წო­დე­ბა­ში. "აფეთ­ქე­ბე­ბის ღამე ირან­ში - დრო­ნე­ბის და რა­კე­ტე­ბის სა­წარ­მო, ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მო... გა­გაფრ­თხი­ლათ“, - და­წე­რა პო­დო­ლი­აკ­მა.

შარ­შან, დე­კემ­ბერ­ში, პო­დო­ლი­ა­კი გა­მო­ვი­და მო­წო­დე­ბით ირა­ნის სამ­ხედ­რო სა­წარ­მო­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის და მი­წო­დე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის­კენ.

ირა­ნი აღი­ა­რებს, რომ რუ­სეთს მი­ა­წო­და დრო­ნე­ბი, მაგ­რამ თე­ი­რა­ნის მტკი­ცე­ბით, ეს მოხ­და უკ­რა­ი­ნას­თან ომის და­წყე­ბამ­დე.

რუ­სე­თი უარ­ყოფს, რომ მისი ჯარი ირა­ნულ დრო­ნებს იყე­ნებს უკ­რა­ი­ნა­ში, თუმ­ცა ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი ამას ადას­ტუ­რებს.

myquiz