შიმშილი და ყინვა ავღანეთში, რომელმაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა | Allnews.Ge

შიმშილი და ყინვა ავღანეთში, რომელმაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა

ვი­თა­რე­ბას, რო­მე­ლიც ავ­ღა­ნეთ­ში "თა­ლი­ბა­ნის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ შე­იქ­მნა, სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა. ბოლო ხა­ნებ­ში კი ამ ყვე­ლა­ფერს თან ერ­თვის შიმ­ში­ლი, ავად­მყო­ფო­ბა და ანო­მა­ლი­უ­რი სი­ცი­ვეც.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, 10-26 იან­ვრამ­დე, ავ­ღა­ნეთ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნუს 34 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცა, რა­საც 162 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა. რამ­დე­ნი­მე დღით ადრე თა­ლი­ბე­ბი იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ, რომ ყინ­ვებს 70 ათა­სამ­დე სული სა­ქო­ნე­ლი ემსხვერ­პლა, რაც ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტი კი­დევ უფრო გამ­წვავ­დე­ბა.

სი­ცი­ვით და­ღუ­პულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მწყემ­სე­ბი და სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა და ვერ სარ­გებ­ლო­ბენ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით.

avganeti5-51979-1675063520.jpg

"მთე­ლი ოჯა­ხი გა­ი­ყი­ნა, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი... უამ­რა­ვი ოჯა­ხი ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­უ­ხუ­რავ შე­ნო­ბებ­ში, პირ­და­პირ მი­წა­ზე ცხოვ­რობს. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ისე­თია, რომ სით­ბოს არ ინარ­ჩუ­ნებს", - წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.

news.zerkalo.io-ს ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ტექ­ნი­კის არარ­სე­ბო­ბის გამო, ვე­რა­ფერს უხერ­ხე­ბენ მოყი­ნულ ქუ­ჩებს. სატ­რან­სპორ­ტო ტრა­სა­ზე ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი და ქვე­ი­თე­ბი. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­საც სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და და ამ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი გა­რის­კა, და­იმ­ტვრა.

avganeti2-51882-1675063499.jpg

მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე­ვე სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექ­ტებს, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ლებს, არ მი­ე­წო­დე­ბა წყა­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან, სას­მე­ლი წყა­ლი შე­ი­ძი­ნონ, მა­ღა­ზი­ებ­ში შეხ­ვდე­ბით ცო­ცხალ რიგს, სა­დაც ბი­დო­ნებს ავ­სე­ბენ, თუმ­ცა წყლის ყიდ­ვის­თვის სა­ჭი­რო თან­ხაც ყვე­ლას არ აქვს. განაგრძეთ კითხვა

myquiz