დრონებით თავდასხმა ირანის სამხედრო ქარხანაზე და ძლიერი აფეთქებები - რა მოხდა ისპაჰანში და რას აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები | Allnews.Ge

დრონებით თავდასხმა ირანის სამხედრო ქარხანაზე და ძლიერი აფეთქებები - რა მოხდა ისპაჰანში და რას აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები

ირა­ნის ქა­ლაქ ის­პა­ფან­ში მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ქარ­ხა­ნას წუ­ხელ დრო­ნე­ბით და­ესხნენ თავს. ამის შე­სა­ხებ ირა­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი იუ­წყე­ბი­ან. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იყო ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა.

ის­პა­ჰან­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­ხან­ძრო მან­ქა­ნე­ბი. რო­გორც "გარ­დი­ა­ნი" წერს, ყო­ვე­ლი­ვე ხდე­ბა ირა­ნის ბირ­თვულ პროგ­რა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის, ასე­ვე "შა­ჰი­დის" უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის რუ­სე­თის­თვის მი­წო­დე­ბის ფონ­ზე, რომ­ლე­ბიც რუ­სებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად.

ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ, ირა­ნის მას­შტა­ბით, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტზე იყო დრო­ნე­ბით შე­ტე­ვა, ეს ინ­ფორ­მა­ცია და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლია, თუმ­ცა რო­გორც ირა­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო IRNA იუ­წყე­ბა, ხან­ძა­რი გაჩ­ნდა ქა­ლაქ თავ­რიზ­ში, ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, უც­ნო­ბია ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი.

irani2-38851-1674984091.webp

ირა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ის­პა­ჰა­ნის სამ­ხედ­რო ქარ­ხა­ნა­ზე დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო, ერთი დრო­ნი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ ჩა­მო­აგ­დო და ორი ჰა­ერ­ში აა­ფეთ­ქა. მცი­რე­დით და­ზი­ან­და ქარ­ხნის სა­ხუ­რა­ვი.

ის­პა­ჰა­ნის პრო­ვინ­ცი­ის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, მო­ჰა­მედ რეზა ჯან-ნე­სა­რიმ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დას­ხმას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, დგინ­დე­ბა ინ­ცი­დენ­ტის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი და ის, თუ ვინ დგას ამ თავ­დას­ხმის მიღ­მა.

ცნო­ბის­თვის, ირანს აქვს რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ბირ­თვუ­ლი კვლე­ვის ობი­ექ­ტი და მათ შო­რის ურა­ნის გარ­დაქ­მნის ქარ­ხა­ნა. ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ირა­ნის სამ­ხედ­რო, ბირ­თვუ­ლი და სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტე­ბის გარ­შე­მო არა­ერ­თი აფეთ­ქე­ბა და ხან­ძა­რი იყო.

ispahani-38946-1674984102.jpg

გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში ირან­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ა­კა­ვეს დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბო­და ის­რა­ე­ლის­თვის მო­მუ­შა­ვე ქურ­თი ბო­ე­ვი­კე­ბის­გან და რომ ისი­ნი ის­პა­ჰან­ში თავ­დაც­ვის ინ­დუსტრი­ის ცენ­ტრის აფეთ­ქე­ბას გეგ­მავ­დნენ.

ის­რა­ე­ლი დიდი ხა­ნია იმუქ­რე­ბა ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბით, თუ ის 2015 წლის ბირ­თვულ შე­თან­ხმე­ბას და­არ­ღვევს. ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ ირა­ნი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შექ­მნას ცდი­ლობს, ხოლო ირა­ნი ამას უარ­ყოფს. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუ ვინ დგას წუ­ხელ მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის უკან.

myquiz