რიში სუნაკი მანქანაში უსაფრთხოების ღვედის არგაკეთების გამო დააჯარიმეს - რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს მას? | Allnews.Ge

რიში სუნაკი მანქანაში უსაფრთხოების ღვედის არგაკეთების გამო დააჯარიმეს - რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს მას?

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი მორიგ სკანდალში გაეხვა. ის მოძრავი ავტომობილიდან "ინსტაგრამის" ლაივში უსაფრთხოების ღვედის გარეშე ჩაერთო.

პრემიერმა ბოდიში უკვე მოიხადა და ფაქტს შეცდომა უწოდა, თუმცა ამის მიუხედავად ბრიტანელი პოლიტიკოსები მას მწვავედ აკრიტიკებენ. ოპოზიციაში აცხადებენ რომ რიში სუნაკმა, არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი და სადებეტო ბარათი, ასევე როგორ მართოს ეკონომიკა და ბრიტანეთი.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ღვედის არგაკეთების გამო მგზავრები 100 ფუნტი სტერლინგით ჯარიმდებიან.

myquiz