კაცი, რომელმაც ზელენსკის ომის დაწყება შეატყობინა და უკრაინელებისთვის იარაღის დარიგებისკენ მოუწოდა - ვინ იყო ავიაკატასტროფაში დაღუპული უკრაინის შს მინისტრი | Allnews.Ge

კაცი, რომელმაც ზელენსკის ომის დაწყება შეატყობინა და უკრაინელებისთვის იარაღის დარიგებისკენ მოუწოდა - ვინ იყო ავიაკატასტროფაში დაღუპული უკრაინის შს მინისტრი

უკ­რა­ი­ნა­ში, კი­ე­ვის ოლ­ქში, ბრო­ვარ­ში, სა­ბავ­შვო ბა­ღის სი­ახ­ლო­ვეს ვერ­ტმფრე­ნი ჩა­მო­ვარ­და. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია 18 ადა­მი­ა­ნი. ამ დროს­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის 3 ბავ­შვია.

ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნას ემსხვერ­პლნენ უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი - უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრი, დე­ნის მო­ნას­ტირსკი, მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ევ­გე­ნი ენი­ნი და სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი იური ლუბკო­ვი­ჩი.

aviakatastyropa-52340-1674046400.jpg

დე­ნის მო­ნას­ტირსკიუკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრი 43 წლის იყო. მო­ნას­ტირსკი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2021 წელს და­ი­ნიშ­ნა, იყო მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, "ხალ­ხის მსა­ხუ­რის“ წევ­რი და შს მი­ნის­ტრო­ბამ­დე უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი.

დე­ნის მო­ნას­ტირსკიმ 2007 წელს იუ­რის­ტის კა­რი­ე­რა და­ი­წყო. 2019 წელს უკ­რა­ი­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს ის წა­რად­გი­ნეს, რო­გორც ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ექ­სპერ­ტი იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ში..

monastirski2-52287-1674046411.jpg

რა­და­ში მუ­შა­ო­ბის დროს ის იყო დე­პუ­ტა­ტი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მეტი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა წა­რად­გი­ნა. რა­და­ში სა­მარ­თლის სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტეტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა შს მი­ნის­ტრმა არ­სენ ავა­კოვ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სწო­რედ დე­ნის მო­ნას­ტირსკი და­ი­ნიშ­ნეს.

დე­ნის მო­ნას­ტირსკი იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ზე უთხრა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ია­რა­ღის და­რი­გე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამის შე­სა­ხებ მან "ვა­შინგტონ პოსტთან" ისა­უბ­რა. ის ასე­ვე იყო პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ზე­ლენ­სკის ომის და­წყე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა."ბნე­ლო­და... ტე­ლე­ფო­ნის ზარი გა­ის­მა, უკ­რა­ი­ნის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო. თქვა, რომ რუ­სებს უკვე სამ სა­სა­ზღვრო ზოლ­ში ებ­რძოდ­ნენ“, - იხ­სე­ნებ­და მი­ნის­ტრი 24 თე­ბერ­ვლის ღა­მეს.

მო­ნას­ტირსკის თქმით, ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა, პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის და­უ­რე­კა და უთხრა: "და­ი­წყო“ და დას­ძი­ნა, რომ სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის საფრ­თხის წი­ნა­შე კი­ე­ვი იდგა.

"რუ­სებ­მა პირ­ვე­ლი შე­ტე­ვი­სას სა­ში­ნე­ლი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს ჩვენს სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვას და მთლი­ა­ნად ჩვენს ჯარს. და­ბომბვის შე­დე­გად გაჩ­ნდა 20-მეტ­რი­ა­ნი კრა­ტე­რე­ბი, რო­მელ­თა მსგავ­სიც არას­დროს არა­ვის უნა­ხავს“, - ამ­ბობ­და მო­ნას­ტირსკი.შს მი­ნის­ტრის თქმით, ამ დროს ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებ­და, რამ­დე­ნად შორს შე­იძ­ლე­ბო­და წა­სუ­ლი­ყო მტე­რი. მო­ნას­ტირსკიმ გა­იხ­სე­ნა, რო­გორ შეკ­რი­ბა ზე­ლენ­სკიმ თა­ვი­სი მთა­ვა­რი მრჩევ­ლე­ბი და რო­გორ გა­და­წყდა, რომ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ნა­წი­ლი, პო­ლი­ცი­ი­სა და თავ­დაც­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ჩათ­ვლით დარ­ჩე­ნი­ლი­ყო კი­ევ­ში, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი გა­და­სუ­ლი­ყო უკ­რა­ი­ნის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში.

მან ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ისა­უბ­რა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ია­რა­ღის და­რი­გე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე:

"ეს ნა­ბი­ჯი გახ­და რუ­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი. გარ­და ამი­სა, ნე­ბის­მი­ე­რი უკ­რა­ი­ნე­ლი, რო­მე­ლიც იფიქ­რებ­და ღა­ლატ­ზე, მიხ­ვდე­ბო­და, რომ მას გა­რეთ ელო­და მი­ნი­მუმ 20 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ამას ვე­ღარ გა­ბე­დავ­და“, - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრმა.

მას მე­უ­ღე და 2 ვაჟი დარ­ჩა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, უკ­რა­ი­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ვერ­ტმფრე­ნი, დღეს,18 იან­ვარს, დი­ლით ჩა­მო­ვარ­და კი­ე­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ ბრო­ვა­რი­ში, ერთ-ერთ სა­ბავ­შვო ბაღ­თან. ვერ­ტმფრე­ნის ბორტზე 9 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და,

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ვერ­ტმფრე­ნის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად 18 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხმე­ლეთ­ზე და­ღუ­პულ­თა შო­რის 3 ბავ­შვია. და­შავ­და 29 ადა­მი­ა­ნი, მათ­გან 15 ბავ­შვი.

myquiz