"ჩვენ დავაჭერთ ღილაკს და სალამ ალეიქუმ! რუსები სამოთხეში წავლენ, დანარჩენი სამყარო - ჯოჯოხეთში“ - რამზან კადიროვი იმუქრება
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამბობს, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და არასდროს დაუშვებს, რომ ომში წააგოს.
"რუსეთი დიდებული სახელმწიფოა, ბირთვული სახელმწიფო. რუსეთი არასოდეს დაუშვებს, რომ საკუთარ თავს უფლება მისცეს, ბრძოლაში დამარცხდეს.
ჩვენ დავაჭერთ ღილაკს და სალამ ალეიქუმ!
როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, რაში გვჭირდება მსოფლიო რუსეთის გარეშე? რაში გვჭირდება ამ ნაძირლების სიცოცხლე?!
რუსები სამოთხეში წავლენ, დანარჩენი სამყარო - ჯოჯოხეთში“, - ამბობს კადიროვი.