სკანდალი არესტოვიჩის გარშემო: რა განაცხადა და რით იმართლებს თავს ის? | Allnews.Ge

სკანდალი არესტოვიჩის გარშემო: რა განაცხადა და რით იმართლებს თავს ის?

14 იან­ვარს რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა უკ­რა­ი­ნა­ზე მა­სობ­რი­ვი შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნეს, რის შე­დე­გა­დაც დნიპ­რო­ში ცხრა­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ორი სა­დარ­ბა­ზო ჩა­მო­ინ­გრა. შე­დე­გად 30-მდე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 70-ზე მეტი და­შავ­და. იმა­ვე დღეს სა­ღა­მოს, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩე­ველ­მა ოლექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რა­კე­ტა, რო­მე­ლიც დნიპ­რო­ში ცხრა­სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს მოხ­ვდა, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ჩა­მო­აგ­დეს.

"ჩა­მო­აგ­დეს, ვე­რან­და­ზე და­ე­ცა. და­ცე­მი­სას აფეთ­ქდა“, - გა­ნა­ცხა­და არეს­ტო­ვიჩ­მა მარკ ფე­ი­გი­ნის გადა­ცე­მა­ში YouTube-ის არხზე.

მი­სი­ვე თქმით X-22-ის ტი­პის რა­კე­ტა ტოქ­სი­კურ საწ­ვავ­ზე მუ­შა­ობს და სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ნად­გუ­რე­ბის და­მა­ტე­ბით ელე­მენ­ტად სწო­რედ ეს იქცა.

"რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს, ის სა­დარ­ბა­ზოს და­ე­ცა და აფეთ­ქდა. "X-22" ტი­პის რა­კე­ტა, რო­მე­ლიც უკი­დუ­რე­სად ტოქ­სი­კურ საწ­ვავ­ზე მუ­შა­ობს. შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ გა­ნად­გუ­რე­ბის და­მა­ტე­ბით ელე­მენ­ტად სწო­რედ ტოქ­სი­კუ­რი საწ­ვა­ვი იქცა, - აცხა­დებს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ვე­ლი ოლექ­სი არეს­ტო­ვი­ჩი.

არეს­ტო­ვი­ჩის გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ რა­კე­ტა უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა "ჩა­მო­აგ­დეს", რუ­სულ­მა მე­დი­ამ აქ­ტი­უ­რად გა­ა­შუ­ქა.

დნიპ­როს მერ­მა ბო­რის ფი­ლა­ტოვ­მა თა­ვის "ტე­ლეგ­რამ არხზე" მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა ოლექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩი.

085330112985a84085cfd96f38a80878i600x399x474-45127-1673932664.jpeg

"ომის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვამ­ბობ­დი, რომ არეს­ტო­ვი­ჩი არის სა­კუ­თარ თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი... მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტის აპა­რატ­ში ვი­ღაც აშ­კა­რად ფსონს დებს მას­ზე. უკაც­რა­ვად, მე ვერ გა­ვუ­წიე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, მაგ­რამ უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და კონ­ტრდაზ­ვერ­ვა ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან უპა­სუ­ხონ“, - წერს ფი­ლა­ტო­ვი.

ფი­ლა­ტოვ­მა არეს­ტო­ვიჩს "ბო­რო­ტი" და "ვო­ლან­დი" უწო­და.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­დალ­მა, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა მი­კო­ლა ოლეშ­ჩუკმა, თა­ვის მხრივ, გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს "არ აქვთ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ამ ტი­პის რა­კე­ტე­ბის ჩა­მოგ­დე­ბა“. ოლეშ­ჩუკ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას მოხ­ვდა X-22 რა­კე­ტა, რო­მე­ლიც კურსკის ოლ­ქი­დან იყო გაშ­ვე­ბუ­ლი.

15 იან­ვრის ღა­მეს არეს­ტო­ვიჩ­მა კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. მისი თქმით, "არა­ვინ და­ა­და­ნა­შა­უ­ლებს უკ­რა­ი­ნას სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ზე რა­კე­ტის ჩა­მო­ვარ­დნა­ში".

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის და­ნა­შა­უ­ლი ცალ­სა­ხაა და არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს ბუნ­დო­ვა­ნი. ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, რომ თუ არ იქ­ნე­ბო­და რუ­სუ­ლი დარ­ტყმა, არ იქ­ნე­ბო­და ტრა­გე­დია...“- და­წე­რა მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, არეს­ტო­ვიჩ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც გან­მარ­ტა, რომ ინ­ფორ­მა­ცია მას მი­ა­წო­და "ამ­ხა­ნაგ­მა, PVE-ს ყო­ფილ­მა ჯა­რის­კაც­მა“, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმის დროს ქუ­ჩა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"მან მი­თხრა, რომ 100%-ით გა­ი­გო ორი აფეთ­ქე­ბის ხმა. აქამ­დე ის არ შემ­ცდა­რა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ რა­კე­ტა ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი იყო“, - წერს არეს­ტო­ვი­ჩი.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩე­ველ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მარკ ფე­ი­გინ­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს, გა­დაღ­ლი­ლი იყო და ძლივს ლა­პა­რა­კობ­და.

"ხალ­ხო, უბ­რა­ლოდ, და­ვი­ღა­ლე. 320 -ე დღეა ყო­ველ სა­ღა­მოს პირ­და­პირ ეთერ­ში ვარ, და­ნარ­ჩენ სა­მუ­შა­ოს თუ არ ჩავ­თვლით, ამას ემა­ტე­ბა: ძი­ლის მუდ­მი­ვი ნაკ­ლე­ბო­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­დატ­ვირ­თვა, მივ­ლი­ნე­ბე­ბი. მი­ლი­ო­ნო­ბით კონ­ტაქ­ტი დღე­ში”, - თავს იმარ­თლებს არეს­ტო­ვი­ჩი.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­დლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, პოლ­კოვ­ნიკ­მა იური იგ­ნატ­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი ტე­ლე­მა­რა­თო­ნის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ ყვე­ლას, ფრთხი­ლად იყ­ვნენ უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი­სას .

"ხე­დავთ, რა ხდე­ბა დნიპ­რო­ში, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ოს­ტა­ტუ­რად იყე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის და სხვა­თა გან­ცხა­დე­ბებს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის სა­წარ­მო­ებ­ლად“, - თქვა მან.

myquiz