ვინ არის იტალიური მაფიის ცნობილი ბოსი, რომელიც პოლიციამ 30 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავა? | Allnews.Ge

ვინ არის იტალიური მაფიის ცნობილი ბოსი, რომელიც პოლიციამ 30 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავა?

იტალიის პოლიციამ 1993 წლიდან ძებნილი მაფიის ბოსი, მატეო მესინა დენარო დააკავა.

მედიის ინფორმაციით, 60 წლისმესინა დენარო სიცილიაში, კერძო საავადმყოფოში დააკავეს, სადაც ის სიმსივნის დიაგნოზით მკურნალობდა.

მომხდართან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სიცილიაში გაემგზავრა და სამართალდამცავებს წარმატება მიულოცა.

”ჩვენ არ მოგვიგია ომი, არ დაგვიმარცხებია მაფია, მაგრამ ეს ბრძოლა იყო მთავარი ბრძოლა ომის მოსაგებად და ეს არის მძიმე დარტყმა ორგანიზებულ დანაშაულზე”, - აღნიშნა პრემიერმა.

230116-matteo-messina-mb-0905-2c5004-1673931754.jpg

მეტსახელად "Diabolik" და "U Siccu" (გამხდარი), მესინა დენაროს 1992 წელს დაუსწრებლად მიესაჯა სამუდამო პატიმრობა მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი პროკურორების, ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მკვლელობაში მონაწილეობისთვის. ეს იყო დანაშაულები, რომლებმაც შოკში ჩააგდეს ქვეყანა და კოზა ნოსტრას დარბევა გამოიწვია.

მესინა დენაროს სამუდამო პატიმრობა ემუქრება ფლორენციაში, რომსა და მილანში აფეთქებებში მონაწილეობისთვის, რომლებსაც 1993 წელს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პროკურატურა მას 1990-იან წლებში ჩადენილ ბევრ სხვა მკვლელობაში მონაწილეობაშიც ადანაშაულებს.

myquiz