"ყოველთვის გჯობდი და ამიტომ ხარ ახლა შენნაირთან ერთად“ - შაკირას ახალი სიმღერა, რომელშიც მომღერალი ყოფილ პარტნიორ ჟერარდ პიკეს დასცინის | Allnews.Ge

"ყოველთვის გჯობდი და ამიტომ ხარ ახლა შენნაირთან ერთად“ - შაკირას ახალი სიმღერა, რომელშიც მომღერალი ყოფილ პარტნიორ ჟერარდ პიკეს დასცინის

შა­კი­რას ახა­ლი სიმ­ღე­რა, რო­მელ­შიც მომ­ღე­რა­ლი ყო­ფილ პარტნი­ორს, ჟერ­არდ პი­კეს მი­წას­თან ას­წო­რებს, სწრა­ფად მო­ექ­ცა მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. სიმ­ღე­რამ "იუ­თუბ­ზე“, 24 სა­ათ­ში, 63 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა და პლატ­ფორ­მის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ნახ­ვად ახალ ლა­თი­ნურ სიმ­ღე­რად იქცა.

მას შემ­დეგ, რაც ფეხ­ბურ­თელ­მა შა­კი­რას ზურგს უკან 23 წლის კლა­რა ჩი­ას­თან რო­მა­ნი გა­ა­ბა, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ინ­გრა. მომ­ღე­რალ­მა დღემ­დე ვერ მო­ი­ნე­ლა ეს ამ­ბა­ვი. წყვილ­მა 10 წელ­ზე მეტი დრო გა­ა­ტა­რა ერ­თად და მათ ორი ვაჟი ჰყავთ, რომ­ლე­ბიც ახლა დე­დას­თან ცხოვ­რო­ბენ.

shakiraa-45403-1673866047.jpg

არ­გენ­ტი­ნელ პრო­დი­უ­სერ­სა და დი­ჯეი Bizarrap-თან ჩა­წე­რილ დუ­ეტ­ში, 45 წლის შა­კი­რა მღე­რის:

"მე ორ 22 წლის ქა­ლად ვღირ­ვარ.. შენ Ferrari-ს Twingo ამ­ჯო­ბი­ნე, Rolex კი Casio-ში გაც­ვა­ლე... ყო­ველ­თვის გჯობ­დი და ამი­ტომ ხარ ახლა შენ­ნა­ირ­თან ერ­თად".

შა­კი­რა ვარ­ჯი­შის­მოყ­ვა­რულ ყო­ფილ პარტნი­ორს ურ­ჩევს, რომ ტვი­ნიც გა­ა­ვარ­ჯი­შოს და შემ­დეგ მის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას იწყებს:

"მე­ზობ­ლად დე­დამ­თი­ლი, სახ­ლის კარ­თან პრე­სა და სა­გა­და­სა­ხა­დო ვა­ლე­ბი და­მი­ტო­ვე“.

pike-45416-1673866121.jpg

ბოლო ფრა­ზა­ში მომ­ღე­რა­ლი იმ ვალს გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც მას ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბამ და­ა­კის­რა. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, 2012-2014 წლებ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­თვის, შა­კი­რას 8 - წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და 23 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ჯა­რი­მის გა­დახ­და ემუქ­რე­ბა.

შა­კი­რას ახალ სიმ­ღე­რას ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ბრი­ე­ლაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ის ძა­ლი­ან წა­ა­გავ­და მის ივ­ნის­ში გა­მოშ­ვე­ბულ სიმ­ღე­რას, Solo Tú.

ბრი­ე­ლას სჯე­რა, რომ მის­მა კომ­პო­ზი­ცი­ამ შთა­ა­გო­ნა შა­კი­რა და Bizarrap და უნდა, რომ მისი წვლი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რონ. მან "ტვი­ტერ­ზე" ორი­ვე სიმ­ღე­რის ამო­ნა­რი­დი დადო და მსმე­ნელს ჰკი­თხა, თუ რას ფიქ­რობ­დნენ მათი მსგავ­სე­ბის შე­სა­ხებ.

myquiz