როგორ გადამალა აბრამოვიჩმა ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე 4-მილიარდიანი ქონება?
რუსი მილიარდერი, საფეხბურთო კლუბ "ჩელსის“ ყოფილი მფლობელი, ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი სულ მცირე, 16 იახტისა და გემის მფლობელია. აქამდე ცნობილი იყო, რომ აბრამოვიჩი 6 იახტას ფლობდა, თუმცა ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ მისი ქონება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე საზოგადოებამ იცის.
დოკუმენტების თანახმად, რუს ოლიგარქს ოფშორულ ტრასტებში 10 ძვირადღირებული იახტა და გემი აქვს.
აბრამოვიჩი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია, დასავლური ქვეყნების მიერ სანქცირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ახლახან კი გაირკვა, რომ ქონების დიდი ნაწილი მან ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, შვილებზე გადაანაწილა (აბრამოვიჩს შვიდი შვილი ჰყავს, რომელთა შორის 5 სრულწლოვანია), ხოლო ნაწილი ოფშორებში გადაიტანა.როგორც "გარდიანი" წერს, საუბარია დაახლოებით, ოთხი მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებაზე, თუმცა ეს არის მხოლოდ ნომინალური ღირებულება და მისი რეალური ფასი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.
აბრამოვიჩის ზოგიერთი იახტა და გემი სანქცირებულია და ბიზნესმენს მათი გამოყენება ამ ეტაპზე არ შეუძლია. მათ შორისაა 1-მილიარდიანი იახტა Eclipse და 450-მილიონიანი გემი Solaris-ი. იხილეთ სრულად