რუსეთის არმიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ვინ არის ვალერი გერასიმოვი, რომელთან ერთადაც პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაგეგმა და ვისაც რუსეთის პრეზიდენტი უსმენს? | Allnews.Ge

რუსეთის არმიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ვინ არის ვალერი გერასიმოვი, რომელთან ერთადაც პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაგეგმა და ვისაც რუსეთის პრეზიდენტი უსმენს?

რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არ­მი­ის სარ­დლად, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ომს აწარ­მო­ებს, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი, არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვი და­ი­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა.

ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი სერ­გეი სუ­რო­ვი­კი­ნი მისი სამი მო­ად­გი­ლი­დან ერთ-ერ­თის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებს. ის რჩე­ბა სა­ჰა­ე­რო კოს­მო­სუ­რი ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც.

"სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­დაჭ­რი­ლი ამო­ცა­ნე­ბის მას­შტა­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან“ , - ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვინ არის ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვი?

გე­რა­სი­მო­ვი პუ­ტი­ნის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ მისი, რო­გორც სამ­ხედ­რო შტა­ბის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბა იყო უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა და საქ­მის სწრა­ფად დას­რუ­ლე­ბა. გე­რა­სი­მოვ­მა ითა­მა­შა დიდი როლი სხვა­დას­ხვა დროს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ წა­მო­წყე­ბულ ომებ­ში.

მი­იჩ­ნე­ვა, რომ მას ჰქონ­და მთა­ვა­რი როლი უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვის თვალ­საზ­რი­სით. გა­სულ წლის თე­ბერ­ვალ­ში კი ბე­ლა­რუს­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის წვრთნებს აკონ­ტრო­ლებ­და. გე­ნე­რალ­მა გე­რა­სი­მოვ­მა ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა ყი­რი­მის ანექ­სი­ის დროს.