"რუსეთო, ხელები შორს სომხეთისგან!" - აქცია გიუმრის ბაზასთან და 70-მდე დაკავებული აქტივისტი: სომხები აცხადებენ, რომ ეს პროტესტის დასაწყისია...
სომხური მედიის ცნობით, გიუმრის სამხედრო ბაზასთან გამართულ ანტირუსულ აქციაზე დაკავებული 70-მდე ადამიანიდან, ნაწილი უკვე გათავისუფლებულია.
მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ქალაქ გიუმრიში შესასვლელის ჩაკეტვას ცდილობდნენ. პროტესტის მიზეზი ანტირუსული განწყობები გახდა, რომელიც აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტების მიერ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვის შემდეგ, კიდევ უფრო გამწვავდა.
kavkazuzel.eu -ს ცნობით, უკვე მეოთხე კვირაა მთიან ყარაბაღში ლაჩინის დერეფანი ბლოკირებულია, რამაც რეგიონში სურსათის და მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია. არ არსებობს სარეზერვო ფონდები.
პოლიტიკური მოძრაობა, "ნაციონალურ - დემოკრატიული პოლუსის" წარმომადგენლებმა სომხეთში რუსეთის 102-ე ბაზის შესასვლელის დაბლოკვის მცდელობისას, რუსეთს სომხეთიდან გასვლისკენ მოუწოდეს.
აქცია მიმდინარეობდა დევიზით: "ბლოკირება ბლოკადის დასრულებისთვის!" აქტივისტებმა რუსული ბაზის ყველა შესასვლელ-გამოსასვლელის გადაკეტვა სცადეს.
"რუსეთო, ხელები შორს სომხეთისგან!" "გახსენით სიცოცხლს გზა!" "არა რუსულ-თურქულ ოკუპაციას!" "საერთაშორისო მშვიდობისმყოფელები გვჭირდება!.." "მოკავშირე კი არა, ოკუპანტი ხარ!" - ამ და სხვა, მსგავსი შინაარსის საპროტესტო მიმართვებს, როგორც ჩანს, გიუმრის რუსული ბაზის ბინადრები კიდევ არაერთხელ მოისმენენ... ლაჩინის დერეფანი მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმების თანახმად, ლაჩინის დერეფანს აკონტროლებს ბაქო, რომელთაც რუსეთის სამშვიდობო ძალები მეთვალყურეობენ.
ადგილობრივი კვლევის ცენტრის "მოდუს ვივენდის" ცნობით, რუსეთი რომ ასრულებდეს შეთანხმებას სომხეთთან, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ამ დღეში არ ჩავარდებოდა. განაგრძეთ კითხვა