„უკრაინის მამაც დამცველებს“ - ჩეხეთის პრემიერმა უკრაინისთვის გასაგზავნ ტანკზე წარწერა პირადად გააკეთა
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ უკრაინელი სამხედროებისთვის გასაგზავნ Т-72 ტიპის ტანკზე წარწერა გააკეთა.
„უკრაინის მამაც დამცველებს“, – დააწერა ჩეხეთის პრემიერმა ტანკს, რომელიც უკრაინაში გაიგზავნება.
„დავწერე მოკლე სურვილი მამაცი უკრაინელი დამცველებისთვის Т-72 ტანკზე, რომელიც გაიგზავნება უკრაინაში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ფიალა „ტვიტერში“.