"მათ 16 საათი დაჯდომის უფლებას არ აძლევენ, წყალს საკუთარი სხეულით ათბობენ, რომ დაბანა შეძლონ" - უკრაინელი გოგონების მძიმე ყოფა ოკუპანტების ციხეში
რუსეთის ხელმძღვანელობამ, პატრიარქ კირილთან ერთად, საშობაოდ 36 საათიანი ზავის გადაწყვეტილება მიიღო. დიდი ალბათობით კრემლისტური მედია ამ ინიციატივას რელიგიურ ახსნას მოუძებნის.
რუსეთის შემოთავაზებას უკვე გასცა პასუხი უკრაინამ. "გადაეცით პუტინს, რომ ჩვენმა "ჰაიმარსებმა" შობა აღნიშნეს 24-25 დეკემბერს, ამიტომ 6-7 იანვარი სამუშაო დღეებია!" - აღნიშნეს უკრაინელებმა.
უკრაინელების თქმით, რუსეთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგანდისთვის მთელ ძალისხმევას ხარჯავს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია მარიუპოლის მოსახლეობა.
რუსი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ოლგა რომანოვა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, ჰყვება, რომ ქალაქის მაცხოვრებლების ნაწილს ე.წ. ფილტრაციის ბანაკი გაატარეს და რუსეთში გადაასახლეს, დიდი ნაწილი კი, ციხეში გაუშვეს. საჭიროების გამო, რამდენიმე ხნის ბიბლიოთეკა ციხედ გადააკეთეს, სადაც ადგილობრივებისთვის წამების ოთახები ჰქონდათ მოწყობილი.
ოკუპანტების სამიზნე გახდა 24 წლის მარიუპოლელი გოგონა, სახელად ირა ნავალნი, რომელიც ე.წ. რეფერენდუმის დღეს ადმინისტრაციულ შენობაში ტერაქტის განხორციელების ბრალდებით დააკავეს.
"ის შენობასან ახლოს არ იმყოფებოდა, მაგრამ ამაზეც აქვთ პასუხი - ამის გაკეთებას დისტანციურად გეგმავდნენი". დამამტკიცებელი საბუთიც აქვთ - მისი მამინაცვალი, უკრაინის ეროვნულ გვარდიაში მსახურობს და ამჟამად ტყვეობაშია.
ძალადობის ფონზე, გოგონამ აღიარებითი ჩვენება მისცა. გვარიც სახიფათო აქვს - ნავალნი. ეს ყველაფერი არ არის, 31 დეკემბერს რუს ტყვეებში გაცვალეს და გაათავისუფლეს კიდევ ერთი პატიმრობაში მყოფი გოგო, ნატაშა ფომიჩევა. მისი თქმით, ირა პირველ თვეში დონეცკის ციხის "კაპეზეში" ჰყავდათ, შემდეგ ჩვეულებრივ კამერაში, სხვა პატიმრებთან გადაიყვანეს, რათა ციხის წესები ესწავლა. ამის შემდეგ, იმ კამერაში გადაიყვანეს, სადაც სხვა უკრაინელი სამხედრო გოგონები ჰყავთ პატიმრობაში. მას თან არ ჰქონდა არც ერთი პირადი ნივთი.
ირა ნავალნი
ირას თქმით, ყველა უკრაინელი სამხედრო გოგონა სასტიკად იყო ნაცემი, მათ სახესა და სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდათ. მისივე თქმით, მათ დაკითხვის დროს ციხის ზედამხედველები სიკვდილამდე სცემდნენ... მათ ორ-ორად სძინავთ, რადგან ციხის ზედამხედველობა, დილიდან საღამომდე, 16 საათის განმავლობაში დაჯდომის უფლებას არ აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დერეფანში გამოჰყავთ და სცემენ. კამერებში ცივა და საშინელი ნესტია. წყალს სამ დღეში ერთხელ აძლევენ, თანაც მხოლოდ ცივს. შემდეგ გოგონები მათ თავად ათბობენ, თავიანთი სხეულით, რათა დაბანა შეძლონ. ციხეში გზავნილები ადრესატამდე არასდროს მიდის, ციხის ზედამხედველობა თითქმის ყველაფერს თავისთვის იტოვებს... ნატალია ფომიჩევას თქმით, ირას რაღაც ვიდეო-მიმართვის ჩაწერას აიძულებენ, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რას უნდა ემსახურებოდეს ვიდეოგზავნილი" - ამბობს ოლგა რომანოვა. განაგრძეთ კითხვა