"მან საყელოში ხელი წამავლო, იატაკზე დამაგდო..." - პრინცი ჰარი უილიამისგან ფიზიკურ თავდასხმას დეტალურად აღწერს | Allnews.Ge

"მან საყელოში ხელი წამავლო, იატაკზე დამაგდო..." - პრინცი ჰარი უილიამისგან ფიზიკურ თავდასხმას დეტალურად აღწერს

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯახს რთუ­ლი დღე­ე­ბი ელის - კვი­რას პრინც ჰა­რის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი, სა­ხე­ლად "Spare" (“სა­თა­და­რი­გო.“) გა­მო­ვა, სა­დაც ჰარი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სკან­და­ლურ დე­ტა­ლებ­ზე წერს. ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მამ the guardian ოფი­ცი­ა­ლუ­რად წიგ­ნის გა­მო­ცე­მამ­დე მო­ი­პო­ვა მისი ასლი და მკი­თხველს უზი­ა­რებს იმ ნა­წილს, სა­დაც ჰარი წერს, რომ თა­ვი­სი ძმა, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი მას "ფი­ზი­კუ­რად და­ეს­ხა თავს."

რო­გორც ჰარი წერს, უი­ლი­ა­მი თვლი­და, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის ქორ­წი­ნე­ბის გამო და­ინ­გრა. მე­მუ­ა­რებ­ში ჰარი 2019 წელს, ლონ­დონ­ში, ჰა­რის სახ­ლში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას იხ­სე­ნებს და წერს, რომ უი­ლი­ა­მი მე­განს "რთულ", "უხეშ", "თავ­ხედ" ქალს უწო­დებ­და, რა­ზეც ჰა­რიმ მი­უ­გო, რომ ის "ბრი­ტა­ნუ­ლი პრე­სის ნა­რა­ტივს" იმე­ო­რებ­და მე­გა­ნის შე­სა­ხებ.

"და­პი­რის­პი­რე­ბა გამ­წვავ­და. უი­ლი­ამ­მა სა­ყე­ლო­ში მო­მი­ჭი­რა და ია­ტაკ­ზე და­მაგ­დო“, - იხ­სე­ნებს პრინ­ცი. ის აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს მოჰ­ყვა ჰა­რის ზურ­გის თვალ­სა­ჩი­ნო და­ზი­ა­ნე­ბა.

megan-41987-1672984700.webp

პრინ­ცის თქმით, უი­ლი­ამს სურ­და სა­უ­ბა­რი მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, პრე­სას­თან ბრძო­ლა­ზე, თუმ­ცა როცა ძმას­თან მი­ვი­და, უკვე სა­შინ­ლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. მას შემ­დეგ, რაც უი­ლი­ამ­მა მე­გა­ნი ცუ­დად მო­იხ­სე­ნია, ხოლო ჰარი ცოლს იცავ­და, უი­ლი­ა­მი ყვი­რო­და, ამ­ბობ­და, რომ ჰარი არ იყო რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი. ძმე­ბი ერ­თმა­ნეთს უყ­ვი­როდ­ნენ. გაც­ვა­ლეს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ შე­უ­რა­ცხყო­ფა. უი­ლი­ა­მი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ძმის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და. ჰა­რიმ კი უთხრა - "სე­რი­ო­ზუ­ლად ამ­ბობ? მეხ­მა­რე­ბი? უკაც­რა­ვად - ამას ეძა­ხი დახ­მა­რე­ბას?!“

ამ სი­ტყვებ­მა, ჰა­რის თქმით, უი­ლი­ა­მი კი­დევ უფრო გა­აბ­რა­ზა და ძმის­კენ წა­ვი­და, ახლა უკვე შე­ში­ნე­ბუ­ლი ჰარი სამ­ზა­რე­უ­ლოს­კენ გა­იქ­ცა, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ძმა კი მის­დევ­და. ჰარი წერს, რომ მან ძმას ჭიქა წყა­ლი მი­ა­წო­და და უთხრა: "ვილი, არ შე­მიძ­ლია და­გე­ლა­პა­რა­კო, როცა ასე­თი ხარ.“

"წყა­ლი დადო, ჩემ­თან მო­ვი­და... ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე სწრა­ფად მოხ­და. სა­ყე­ლო­ში ხელი წა­მავ­ლო, ყელ­სა­ბა­მი ჩა­მომ­გლი­ჯა და ია­ტაკ­ზე და­მაგ­დო. ძაღ­ლის საჭ­მლის თას­ზე და­ვარ­ტყი ზურ­გი, რის გა­მოც ზურ­გი და­მი­ზი­ან­და. ერთი წუ­თით იქ ვი­წე­ქი გაბ­რუ­ე­ბუ­ლი, შემ­დეგ ფეხ­ზე წა­მოვ­დე­ქი და ვუ­თხა­რი, რომ გა­სუ­ლი­ყო", - იხ­სე­ნებს პრინ­ცი. იხილეთ სრულად

myquiz