"პუტინი ძალიან მალე მოკვდება, მას აქვს კიბო... მისი გარდაცვალების შემდეგ რუსეთში ხელისუფლების ცვლილება მოხდება" - რა ინფორმაცია აქვს უკრაინის დაზვერვას? | Allnews.Ge

"პუტინი ძალიან მალე მოკვდება, მას აქვს კიბო... მისი გარდაცვალების შემდეგ რუსეთში ხელისუფლების ცვლილება მოხდება" - რა ინფორმაცია აქვს უკრაინის დაზვერვას?

პუ­ტინს კიბო აქვს, იმე­დი მაქვს ძა­ლი­ან მალე მოკ­ვდე­ბა. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნელ­მა, კი­რილ ბუ­და­ნოვ­მა ABC News-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ის [პუ­ტი­ნი] უკვე ძა­ლი­ან დიდ­ხანს არის ავად, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კიბო აქვს. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სწრა­ფად მოკ­ვდე­ბა. იმე­დი მაქვს, ძა­ლი­ან მალე”, - თქვა ბუ­და­ნოვ­მა.

ბუ­და­ნო­ვის თქმით, მან ზუს­ტად იცის, რომ პუ­ტინს კიბო აქვს: “ჩვენ უბ­რა­ლოდ, ვი­ცით ეს”.ჟურ­ნა­ლის­ტის კონ­კრე­ტულ კი­თხვა­ზე, უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ­მა სამ­მარ­თვე­ლომ ეს ინ­ფორ­მა­ცია პუ­ტინ­თან ახ­ლოს მყო­ფი წყა­რო­ე­ბი­დან მი­ი­ღო თუ არა, ბუ­და­ნოვ­მა უპა­სუ­ხა: “დიახ”.

“ეს ომი მის სიკ­ვდი­ლამ­დე უნდა დას­რულ­დეს… მას 2023 წელს მო­ვი­გებთ”, - თქვა ბუ­და­ნოვ­მა.

დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, პუ­ტი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ რუ­სეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა მოხ­დე­ბა და "მისი ტრანსფორ­მა­ცი­ის არ უნდა გვე­ში­ნო­დეს, რად­გან ეს მხო­ლოდ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს მთელ მსოფ­ლი­ოს".

ბუ­და­ნო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა გა­ზა­ფხულ­ზე დიდ შე­ტე­ვას გეგ­მავსმისი თქმით, ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი ბრძო­ლე­ბი მარ­ტშია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

"ეს არის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის სა­ბო­ლოო მარ­ცხის მი­ყე­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ბუ­და­ნოვ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ტე­ვა მთე­ლი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქ­ნე­ბა, „ყი­რი­მი­დან დონ­ბა­სამ­დე“.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია, და ჩვენ მას მი­ვაღ­წევთ, - 1991 წლის სა­ზღვრე­ბამ­დე დაბ­რუ­ნე­ბა, ისე­თის, რო­გორ უკ­რა­ი­ნა­საც აღი­ა­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ყვე­ლა სუ­ბი­ექ­ტი”, - გა­ნა­ცხა­და ბუ­და­ნოვ­მა.

myquiz