იაპონიის მთავრობა ოჯახებს თითო ბავშვზე 1 მლნ იენს გადაუხდის, თუ ტოკიოში ცხოვრებაზე უარს იტყვიან | Allnews.Ge

იაპონიის მთავრობა ოჯახებს თითო ბავშვზე 1 მლნ იენს გადაუხდის, თუ ტოკიოში ცხოვრებაზე უარს იტყვიან

ია­პო­ნი­ის მთავ­რო­ბა ოჯა­ხებს, თითო ბავ­შვზე 1 მლნ იენს (7,500 აშშ დო­ლა­რი) მის­ცემს, თუ ტო­კი­ო­ში ცხოვ­რე­ბა­ზე უარს იტყვი­ან და ია­პო­ნი­ის რე­გი­ო­ნებ­ში, სხვა ქა­ლა­ქებ­ში გა­დავ­ლენ სა­ცხოვ­რებ­ლად.

ასე ცდი­ლობს მთავ­რო­ბა მო­აგ­ვა­როს ტო­კი­ო­ში სიმ­ჭიდ­რო­ვის, ხოლო პე­რი­ფე­რი­ებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის კლე­ბის პრობ­ლე­მა. აღ­ნიშ­ნულ თან­ხას ოჯა­ხებს ხელ­ფა­სის სა­ხით გა­და­უხ­დი­ან. ჯერ­ჯე­რო­ბით ია­პო­ნი­ის მთავ­რო­ბა­ში არ აცხა­დე­ბენ, ეს ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა, თუ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

პროგ­რა­მა აპ­რი­ლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იმე­დოვ­ნებს, ამ­გვა­რი გუ­ლუხ­ვო­ბით ოჯა­ხებს წა­ა­ხა­ლი­სებს და მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლეს მეტ­რო­პო­ლის­ზე, ტო­კი­ო­ზე, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 35 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, ზე­წო­ლა შემ­ცირ­დე­ბა.

თან­ხას ოჯა­ხე­ბი 1-დან 18 წლამ­დე ასა­კის შვი­ლებ­ზე მი­ი­ღე­ბენ.

aa15vjan-57978-1672905254.jpg

ხელ­ფა­სის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ ოჯა­ხე­ბი გა­და­სახ­ლდნენ ტო­კი­ოს ფარ­გლებს მიღ­მა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ მო­სახ­ლეს შე­უძ­ლია, ქა­ლა­ქის სა­ზღვრებ­ში მდე­ბა­რე მთი­ან რა­ი­ო­ნებ­შიც გა­და­ვი­დეს სა­ცხოვ­რებ­ლად და მა­ინც მი­ი­ღოს ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა.

ია­პო­ნუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯა­ხებს, რომ­ლე­ბიც იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მარ­ტივ შე­მო­სა­ვალს მი­ი­ღე­ბენ და შემ­დეგ ისევ ქა­ლაქს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან, იმე­დი გა­უც­რუვ­დე­ბათ. მთავ­რო­ბა, გა­და­სახ­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ასეთ პი­რო­ბას უყე­ნებს - მათ ახალ სახ­ლებ­ში მი­ნი­მუმ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იცხოვ­რონ და ოჯა­ხის ერთი წევ­რი მა­ინც უნდა მუ­შა­ობ­დეს, ან გეგ­მავ­დეს ახა­ლი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბას იმ რე­გი­ონ­ში, სა­დაც გა­და­სახ­ლდე­ბა.

მათ, ვინც 5 წლის გას­ვლამ­დე კვლავ ტო­კი­ო­ში დაბ­რუ­ნე­ბას მო­ინ­დო­მებს, მი­ღე­ბუ­ლი თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბა მო­უ­წევთ.

სა­ხელ­მწი­ფო იმე­დოვ­ნებს, რომ 2027 წლის­თვის, 10 000-მდე ადა­მი­ა­ნი გა­და­ვა ტო­კი­ო­დან სხვა რე­გი­ო­ნებ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად.