კორონავირუსის ახალმა შტამმა, შესაძლოა, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს- რას აცხადებს ჯანმო-ს წარმომადგენელი? | Allnews.Ge

კორონავირუსის ახალმა შტამმა, შესაძლოა, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს- რას აცხადებს ჯანმო-ს წარმომადგენელი?

კორონავირუსის შტამმა, Omicron XBB.1.5-მა, რომელიც შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა, სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, შეიძლება, დაინფიცირების შემთხვევების ახალი ტალღა გამოიწვიოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი მზარდი გავრცელებით, განსაკუთრებით ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც XBB.1.5-მა სწრაფად ჩაანაცვლა სხვა ქვევარიანტები“, - აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.

მისი თქმით, შტამი 29 ქვეყანაში გამოავლინეს, მაგრამ ის, შესაძლოა, ბევრ სხვა ქვეყანაშიც გავრცელდეს.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ჯანმო-ში ჯერჯერობით არ იციან, არის თუ არა XBB.1.5 უფრო მძიმე, ვიდრე სხვა ქვევარიანტები, რომლებიც ცირკულირებენ.

myquiz