როგორია უკრაინელების წინასაახალწლო განწყობა: განახლებული შეტევა და ადგილობრივების მონაყოლი | Allnews.Ge

როგორია უკრაინელების წინასაახალწლო განწყობა: განახლებული შეტევა და ადგილობრივების მონაყოლი

"ჩვენ ვცხოვ­რობთ ომში. გარ­შე­მო სრო­ლე­ბია. ჩემი მშობ­ლე­ბი ბახ­მუ­ტში ცხოვ­რო­ბენ. იქა­უ­რო­ბა არ და­ტო­ვეს. კავ­ში­რი ხან გვაქვს ხან არა, რად­გან ფრონ­ტის­პი­რა ად­გი­ლებ­ში, დენი ხან არის ხან - არა. გუ­შინ მხო­ლოდ ოთხი წუთი ვე­ლა­პა­რა­კე ჩემს მშობ­ლებს, ვკი­თხე, რას აკე­თებთ-მეთ­ქი. ნაძ­ვის ხეს ვრთავ­თო. მე­გო­ნა, მო­მეს­მა, გა­ვა­მე­ო­რე­ბი­ნე, რას შვრე­ბით, დედა?.. ნაძ­ვის ხეს ვრთავთ, და­მარ­ცვლით მი­თხრა მან... მივ­ხვდი, რომ არ მაქვს უფ­ლე­ბა კი­ევ­ში ვიყო და იმა­ზე ვი­წუ­წუ­ნო, რომ სახ­ლში, ხან­და­ხან მხო­ლოდ 5-6 გრა­დუ­სია. ცხე­ლი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას მა­ინც ვა­ხერ­ხებთ" - ჰყვე­ბა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში იუ­ლია კა­ზან­ცე­ვა.

მისი თქმით, ახლა მთე­ლი უკ­რა­ი­ნა ფრონ­ტის­პი­რაა, მაგ­რამ ბახ­მუ­ტე­ლე­ბი ცხელ წერ­ტილ­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც ომია, გა­მუდ­მე­ბუ­ლი სრო­ლე­ბი, მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ია­რა­ღი­დან ბომ­ბა­ვენ, არ­ტი­ლე­რია უტევს, მაგ­რამ ქა­ლაქს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ და ალ­ბათ ეს არის ერთ-ერთი იმე­დი და მო­ტი­ვა­ცია, რაც სახ­ლის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევთ.

"ერ­თმა­ნეთს აი­მე­დე­ბენ, რომ მალე ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა, უნდა გა­უძ­ლონ და მალე რუ­სუ­ლი ბო­რო­ტე­ბა და­მარ­ცხდე­ბა... დე­დამ მი­თხრა, სა­ა­ვად­მყო­ფო და­ბომ­ბეს, მა­მა­შე­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ვდარ­დობ, რამე რომ დას­ჭირ­დეს, შე­იძ­ლე­ბა სახ­ლში ისე ვერ და­ეხ­მა­რონ, რო­გორც სა­ჭი­რო­აო. მამა დი­ა­ბე­ტი­ა­ნია და მის ფონ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძვის, მაგ­რამ ყო­ჩა­ღად არის... ამას წი­ნათ მი­თხრა, რუ­სულ­მა ჭურვმა ჩვენს კორ­პუ­სის ის მხა­რე ჩა­მო­ან­გრია, სა­დაც სა­თავ­სო გვქონ­და, სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ე­ბი, არა­ფე­რი არ არ­სე­ბობს, ქა­ლა­ქი იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, უა­რეს­ში თუ არა, რო­გორც მა­რი­უ­პო­ლი იყო, ამი­ტომ მხო­ლოდ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მიერ მო­ტა­ნი­ლი საკ­ვე­ბის იმე­დად ვრჩე­ბი­თო...

322081647-714318220086315-8415539960019911718-n-32543-1672472403.jpg

ბახ­მუ­ტი

ომი ომია, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს საკ­ვე­ბი სჭირ­დე­ბათ. სა­თავ­სო­ებ­ში, ზეთს, შა­ქარს, მა­რილს, ბურ­ღუ­ლე­ულს, მო­ხუ­ფუ­ლებს, სან­თლებს ინა­ხავ­დნენ, მაგ­რამ და­ბომ­ბეს. ხან­და­ხან, რი­დე­საც სრო­ლე­ბი მი­წყნარ­დე­ბა, ნარ­ჩე­ნებს ვაგ­რო­ვებ­თო. ანუ, იმას, რაც და­ბომბვას გა­და­ურ­ჩა. იმ დროს აგ­რო­ვე­ბენ შე­შა­საც, რო­მელ­საც შემ­დეგ შე­ნო­ბის იმ მხა­რეს ან­თე­ბენ, რო­მე­ლიც ჭურვმა გა­მო­ან­გრია. დე­დამ მი­ამ­ბო, ური­კით დავ­დი­ვართ შე­შის შე­საგ­რო­ვებ­ლა­დო" - ამ­ბობს იუ­ლია.

29 დე­კემ­ბერს, სა­ა­ხალ­წლოდ, რუ­სეთ­მა კი­დევ ერთხელ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა იე­რი­ში უკ­რა­ი­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტე­ბი­სა და სამ­შვი­დო­ბო მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგპრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ვე­ლი მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­ა­კი აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნას, სულ მცი­რე, 120 რა­კე­ტა ეს­რო­ლეს. ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ვა ან­ტი­სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ, თუმ­ცა, ოკუ­პან­ტმა ქვე­ყა­ნას მა­ინც დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა....

"120-ზე მეტი რა­კე­ტა გვეს­რო­ლა ბო­როტ­მა რუ­სულ­მა სამ­ყა­რომ, რათა მას გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მა­სობ­რი­ვად და­ე­ხო­ცა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“, – წერს პო­დო­ლი­ა­კი.

"რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლა­ქი ზან­ზა­რებ­და. ბომბსაფ­რებ­ში ვის­ხე­დით და ვლო­ცუ­ლობ­დით, ოღონდ ამ ახალ წელს ჭე­რის გა­რე­შე არ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით... 6-7 წლის ბავ­შვი დე­დას ეკი­თხე­ბო­და, რუ­სე­ბი ჩემს ნაძ­ვის ხე­საც გა­ა­ნად­გუ­რე­ბენo?.. იხილეთ სრულად

myquiz