სამეფო ოჯახის წევრ ვაჟებს 8 წლამდე შარვლის ჩაცმა ეკრძალებათ - ზამთრის ცივ ამინდში ლუი შორტებით გამოიყვანეს
სამეფო ოჯახის გამოჩენა ბოლო დროს პატარა ლუის ბენეფისად გადაიქცევა ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა.
ელისაბედ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ პირველი შობა დადგა. აუცილებელ ღონისძიებებს შორის ეკლესიაში წასვლაა. დილიდან კეიტ მიდლტონი შვილებით გაეშურა სანდრინგემის ტაძარში.
დედას თან ახლდნენ ჯორჯი, შარლოტა და ლუი. საკმაოდ ცუდი ამინდის მიუხედავად, ბოლომდე დაესწრნენ მსახურებას და კიდევ უფრო მეტიც - 4 წლის ლუი იმ სიცივეში შორტებით ბრძანდებოდა. თან ხშირ-ხშირად იწევდა ლაბადას და ყველას აჩვენებდა თავის შორტებს.
ესეც ტრადიციის ნაწილია. რვა წლამდე ბიჭებს სამეფო ოჯახში არ აქვთ უფლება, შარვალი ეცვათ - ეს მამაკაცების ატრიბუტია. ამ ასაკამდე შორტებით ან ბრიჯებით უნდა იყვნენ. განაგრძეთ კითხვა