შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო აეროდრომზე - მოსკოვი აღიარებს, რომ დაღუპულია სამი სამხედრო | Allnews.Ge

შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო აეროდრომზე - მოსკოვი აღიარებს, რომ დაღუპულია სამი სამხედრო

რუ­სეთ­ში, სა­რა­ტო­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ ენ­გელსში მდე­ბა­რე აე­როდ­რომ­ზე აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და. რუ­სუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტრა­ტე­გი­უ­ლი აე­როდ­რო­მის "ენ­გელს 2“-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­გა­შის სიგ­ნა­ლე­ბიც ჩა­ირ­თო. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, აფეთ­ქე­ბის ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, 25 დე­კემ­ბერს ჩა­მო­აგ­დეს უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი.

"ნამ­სხვრე­ვე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის სამ­მა სამ­ხედ­რომ, რომ­ლე­ბიც აე­რო­დორმ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს" , - ვკი­თხუ­ლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რუ­სუ­ლი მხა­რის მტკი­ცე­ბით, ინ­ცი­დენ­ტის დროს თვითმფრი­ნა­ვე­ბი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლან. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წყა­როს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვრცელ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 25 დე­კემ­ბერსვე 2 დაჭ­რი­ლი სამ­ხედ­როს თა­ო­ბა­ზე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, ასე­ვე ბა­ზა­ზე გა­ჩე­ნილ ხან­ძრზეც.

რუ­სულ სამ­ხედ­რო ავი­ა­ბა­ზა­ზე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით თავ­დას­ხმა ამ თვე­ში მე­ო­რედ მოხ­და, პირ­ვე­ლად აე­როდ­რომ­ზე შე­ტე­ვა 5 დე­კემ­ბერს გან­ხორ­ცი­ელ­და.

ამ დრომ­დე უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს არც და­უ­დას­ტუ­რე­ბია და არც უა­რუყ­ვია, რომ სწო­რედ მათ მი­ი­ტა­ნეს შე­ტე­ვა რუ­სულ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტზე, თუმ­ცა ამე­რი­კუ­ლი მე­დია უკ­რა­ი­ნულ ჩი­ნოს­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ შე­ტე­ვა სწო­რედ უკ­რა­ნე­ლებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

myquiz