პუტინმა წააგო ომი, როგორც ადოლფ ჰიტლერმა 1943 წელს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი | Allnews.Ge

პუტინმა წააგო ომი, როგორც ადოლფ ჰიტლერმა 1943 წელს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი 1943 წელს იყო, როდესაც მან უკვე წააგო ომი, მაგრამ ის კიდევ ორ წელს გაგრძელდა.

„პუტინმა უკვე წააგო ომი. ის ცდებოდა უკრაინელების გამძლეობაზე. ვერავინ ბედავს მისთვის სრული სიმართლის თქმას, მათ შორის, მისი ჯარის მდგომარეობის შესახებ. ჰიტლერმაც წააგო ომი 1943 წლის ბოლოს, მაგრამ ის კიდევ ორ წელს გაგრძელდა. პუტინს შეუძლია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შექმნას ქაოსი. აქედან გამომდინარეობს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა ხალხის გაღარიბების განზრახვით, რომ მილიონობით ადამიანი ევროპაში ჩამოვიდეს“, - აღნიშნა ფრანს ტიმერმანსმა.

მისივე თქმით, პუტინი ენერგორესურსებსა და მიგრაციას იარაღად იყენებს.

„იცის, რომ დაუცველები ვართ ამ ორ საკითხში და შეიძლება გავიყოთ, იმ იმედით, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებშიც მან მრავალი წლის განმავლობაში ჩადო ინვესტიცია, მოიპოვებენ მეტ პოლიტიკურ ძალაუფლებას წევრ ქვეყნებში", - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ერთადერთი, რამაც შეიძლება რუსეთის კურსი შეცვალოს, არის იმის გაცნობიერება, რომ ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად დასავლეთი არ ნებდება.

myquiz