ჩინეთში ერთ დღეში COVID-19-ით თითქმის 37 მილიონი ადამიანი დაავადდა - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg? | Allnews.Ge

ჩინეთში ერთ დღეში COVID-19-ით თითქმის 37 მილიონი ადამიანი დაავადდა - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg?

ჩინეთში 20 დეკემბერს COVID-19-ით თითქმის 37 მილიონი ადამიანი დაავადდა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის შიდა სხდომის პროტოკოლზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯამში, დეკემბრის 20 დღის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციით ჩინეთში 248 მილიონი ადამიანი დაავადდა, ანუ ქვეყნის დაახლოებით 18%. აქამდე COVID-19-ით დაავადების მაქსიმუმი - 4 მილიონი ადამიანი დღეში - 2022 წლის იანვარში დაფიქსირდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დაავადების შემთხვევების მკვეთრი ზრდა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჩინეთის ხელისუფლების მიერ შეზღუდვების შემსუბუქებას, რომლებიც მანამდე COVID-19-ისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში იყო მიღებული.

ამან ხელი შეუწყო ვირუსის „ომიკრონის“ ვარიანტის გავრცელებას სუსტი ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე მოსახლეობაში. აღინიშნება, რომ კოვიდით პეკინისა და სიჩუანის პროვინციის მაცხოვრებელთა ნახევარზე მეტი დაავადდა.

myquiz