ქვეყნები, სადაც 2023 წელს ათასობით დოლარის გამომუშავებას რამდენიმე თვეში შეძლებთ | Allnews.Ge

ქვეყნები, სადაც 2023 წელს ათასობით დოლარის გამომუშავებას რამდენიმე თვეში შეძლებთ

მსოფლიო დღითიდღე უფრო ერთიანი, ხოლო ქვეყნები ერთმანეთთან დაკავშირებული ხდება. თუ დაახლოებით 20 წლის წინ, სხვა ქვეყანაში წასვლა და საზღვრის გადაკვეთა ზოგიერთისთვის წარმოუდგენელი იყო, დღეს ბევრად მარტივია ლოკაციის შეცვლა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სამუშაოდ ან დასასვენებლად გამგზავრება.

არსებობს სხვა ქვეყნებში სეზონურად მუშაობის გამოცდილებაც. საინტერესოა, რომელ ქვეყნებში არის შესაძლებელი რამდენიმე თვეში საკმაოდ მსუყე გასამრჯელოს მოგროვება? დასავლური მედია რამდენიმე ქვეყანას გამოარჩევს:

არაბეთის გაერთიანებული საემიროები

არაბეთის გაერთიანებული საემიროები და მსოფლიოს საემიგრაციო დედაქალაქი - დუბაი, სიის აშკარა გამარჯვებულია. ემირატებში საშემოსავლო გადასახადი არ არსებობს. თუ მაღალ თანამდებობაზე მუშაობთ, საშუალო შემოსავალი წელიწადში 285 000 ევროა.

თუ თქვენ კონტრაქტორი ან დამოუკიდებელი სამუშაოს მაძიებელი ხართ, ამ შემთხვევაში, არაბეთის გაერთიანებული საემიროები შესანიშნავი ადგილია სიმდიდრისა და კარიერის შესაქმნელად. ინჟინერია (IT, ენერგეტიკა, მშენებლობა, მეცნიერება და ა.შ.), გაყიდვები, ფინანსები და ჯანდაცვა არის წამყვანი ინდუსტრიები, რომლებიც ემიგრანტებში უამრავ ადამიანს ასაქმებს.

მაგალითად, უფროს კონსულტანტ ექიმს შეუძლია თვეში 26 000 ევროზე მეტი გამოიმუშავოს. ამას ემატება სხვა შეღავათები.

შვეიცარია

შვეიცარიაში დასაქმებულების საშუალო ანაზღაურება წელიწადში დაახლოებით 119,000-დან 120 000 ევრომდე მერყეობს.

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სფეროებში დასაქმებამ შეიძლება წელიწადში დაახლოებით 100,000 ევრო ანაზღაურება მოგცეთ. ხელფასი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ ქვეყნის რომელ ტერიტორიაზე ცხოვრობთ. თუ ციურიხში ცხოვრობთ, გადასახადის შემდეგ წელიწადში დაახლოებით 76,000 ევროს მიიღებთ.

ოთხწლიანი გამოცდილების მქონე საშუალო დონის დეველოპერს შეუძლია დღეში 500-800 ევროს გამომუშავება. საშუალო დონის მენეჯერული და საკონსულტაციო კონტრაქტების დღიური ტარიფებია 300-500 ევრო.

განაგრძეთ კითხვა

myquiz