როგორი ნაძვის ხეებით ეგებებიან ახალ წელს ცნობილი ადამიანები
საახალწლო სამზადისს ბევრი ადამიანი დიდი ხნით ადრე იწყებს, ამის პირველი ეტაპი კი ნაძვის ხის დადგმა და სახლის მორთვაა. ამ ტრადიციას ცნობილი ადამიანებიც იცავენ და ზოგიერთი მათგანი არაორდინალურ იდეებსაც ახორციელებს. ვნახოთ, როგორია ვარსკვლავების საახალწლო ნაძვის ხეები:
1. დემი მურის საახალწლოდ მორთულმა სახლმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა ბრიუს უილისსა და მის ოჯახს. მსახიობები 10-წლიანი ურთიერთობისა და 3 შვილის ყოლის შემდეგ ერთმანეთს გაცილდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ბრიუსს, მის ახალ მეუღლესა და დემის არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და დღესასწაულებსაც ერთად აღნიშნავენ.
2. ბრუკ შილდსმა ნაძვის ხესთან გადაღებული სელფი "ინსტაგრამზე" ატვირთა და წარწერა დაურთო: "ნაძვის ხე მორთულია. დაე, დაიწყოს დღესასწაულის აღნიშვნა!"
3. კიმ კარდაშიანმა თავისი ბრჭყვიალა ნაძვის ხე ფანებს "ინსტაგრამზე" უჩვენა. ვიდეოში პიანისტი ფილიპ კორნიში უკრავს საახალწლო სიმღერას, რაზეც კიმმა დაწერა:
"ფილიპი ყოველ დილით მოდის ჩემი ბავშვების გასაღვიძებლად, რათა დილის აურზაურის ფონზე მათი პატარა სულები დაამშვიდოს და ლამაზი საშობაო სიმღერებით აავსოს".
4. კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მეუღლემ ტრადიციულად სოციალურ ქსელში მათი საახალწლო ნაძვის ხის მორთვის პროცესი გამოაქვეყნა: ჯასტინს მათი ვაჟი უკავია, რათა ხეზე ვარსკვლავი დაამაგროს.