ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის "წლის კაცი" უწოდა | Allnews.Ge

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის "წლის კაცი" უწოდა

თეთრ სახ­ლში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტსა და ზე­ლენ­სკის ორ­მხრი­ვი შეხ­ვედ­რა გაიმართა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ CNN-ი ავ­რცე­ლებს.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ორ­მხრი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია იგეგ­მე­ბა.

თეთ­რი სახ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს ზე­ლენ­სკი­სა და ბა­ი­დენს “ბრძო­ლის ველ­ზე სა­მო­მავ­ლო ქმე­დე­ბე­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ხილ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ”.

ამის გარ­და, მხა­რე­ე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ აშშ-ისა და მო­კავ­ში­რე­ე­ბის მიერ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის წვრთნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

სა­უ­ბა­რი ასე­ვე შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებ­სა და სა­ექ­სპორ­ტო კონ­ტროლს, რათა შემ­ცირ­დეს მოს­კო­ვის სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პო­ტენ­ცი­ა­ლი.

“პრე­ზი­დენტ ბა­ი­დენს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რის კონ­ტექ­სტში აღ­ნიშ­ნოს, რომ ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ იმას, რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დით, არა­მედ იმა­საც, რას გა­ვა­კე­თებთ დღეს და გა­ვაგ­რძე­ლებთ კე­თე­ბას იმ­დენ ხანს, რამ­დე­ნიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა”, - აღ­ნიშ­ნეს თეთრ სახ­ლში.

თეთ­რი სახ­ლის ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში შეხ­ვედ­რის დროს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის უთხრა, რომ ის იყო "წლის კაცი", მი­ნიშ­ნე­ბით ჟურ­ნალ Time-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე.

ჟურ­ნა­ლის წლის პი­როვ­ნე­ბის ჯილ­დო ენი­ჭე­ბა მოვ­ლე­ნას ან ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე მეტი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა გლო­ბა­ლურ მოვ­ლე­ნებ­ზე ბოლო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

myquiz