უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში - რა განცხადებები გაკეთდა თეთრ სახლსა და კონგრესში? | Allnews.Ge

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში - რა განცხადებები გაკეთდა თეთრ სახლსა და კონგრესში?

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პრეზიდეტნმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანა პირველად დატოვა. პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში შედგა. აშშ-სა და უკრიანის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა. მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა საომარი მოქმედებები და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება იყო, რამაც მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი უნდა შეამციროს.

zelensky-biden-meet-original-sixteen-nine-1671685080.webp

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის ‘წლის კაცი“ უწოდა. ბაიდენის თქმით, აშშ გააგრძელებს სამართლიანი მშვიდობისკენ უკრაინის მხარდაჭერას და მისთვის ზელენსკის ვიზიტი დიდი პატივია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ოფიციალურად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 1.8 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გაუგზავნის, რომელიც Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემას მოიცავს.

221221143433-06-zelensky-us-visit-1221-1671685117.jpg

თავის მხრივ კი, ვოლოდმირ ზელენსკიმ ბაიდენს მიწვევისთვბის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შინ კარგი ამბებით ბრუნდება.

"აშშ-ის დახმარების პაკეტის უძლიერესი ელემენტია Patriot-ის სარაკეტო კომპლექსი – რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინისთვის ეფექტური საჰაერო ფარის შესაქმნელად. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ტერორისტულ სახელმწიფოს ჩამოვართმევთ ტერორის მთავარ ინსტრუმენტს - ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებსა და ხალხზე თავდასხმის შესაძლებლობას“- განაცხადა ზელენსკიმ.

66920916-391b-4b39-9fc5-e23a463ad0ef-b755e34a-1671685268.webp

აშშ-სა და მოკავშირეების მხარდაჭერა გადამწყვეტია ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ომის დაწყებიდან 300 დღეზე მეტი გავიდა, უკრაინაში ჯარისკაცები იცავენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ მათ მეტი იარაღი სჭირდებათ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად.

"აქ, ფრონტის ხაზია, ტირანია - რომელსაც არ აკლია სისასტიკე თავისუფალი ადამიანების ცხოვრების მიმართ - და თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია არა მხოლოდ ასეთ ბრძოლაში, არამედ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად გადამწყვეტ მომენტამდე მისვლისთვის. ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლობა. საკმარისია? სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არა,” - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და შეერთებულ შტატებს ამ მიზნების მისაღწევად მუდმივი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ ყველაზე პასუხისმგებლობით ვეპყრობით", - აღნიშნა ზელენსკიმ.

zelenskyvolodymyr-harriskamala-pelosinancy-122122gn2-w-1671685310.webp

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთს არ შეაჩერებენ, მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყამს ის აშშ-ის სხვა მოკავშირეებს.

„რუსეთში გაგზავნილი ასობით ირანული სასიკვდილო დრონი ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის საფრთხე გახდა. ასე იპოვა ერთმა ტერორისტმა მეორე. მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაარტყავენ ისინი თქვენს სხვა მოკავშირეებს, თუ ჩვენ მათ ახლა არ შევაჩერებთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

myquiz