ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გაემგზავრა- რა მიზნით ჩადის უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში? | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გაემგზავრა- რა მიზნით ჩადის უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში?

ოთხშაბათს თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა იგეგმება, - ინფორმაციას CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში კონგრესის გაერთიანებულ სხდომას სიტყვით მიმართავს.

წყაროების ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე გზაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი უკრაინელი კოლეგის ვიზიტის დროს უკრაინისთვის დამატებით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარებას დააანონსებს.

myquiz