გათბობისა და საკვების გარეშე დარჩენილი მთიანი ყარაბაღი და რუსეთის კვალი პროცესებში | Allnews.Ge

გათბობისა და საკვების გარეშე დარჩენილი მთიანი ყარაბაღი და რუსეთის კვალი პროცესებში

სა­ხი­ფა­თო მე­ზობ­ლო­ბა - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა ekhokavkaza.com ბოლო ხა­ნებ­ში, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს, რომ­ლის მთა­ვარ ავ­ტო­რად თურ­ქეთ­თან ერ­თად, რუ­სეთ­საც მი­იჩ­ნევს... სომ­ხეთ­ში მი­აჩ­ნი­ათ, რომ ის, რაც ახლა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ხდე­ბა, სწო­რედ რუ­სე­თის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მო­ღა­ლა­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

თით­ქმის ერთი კვი­რაა, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სომ­ხეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა გა­და­კე­ტი­ლია. ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა ეკო­ლო­გებ­მა და მათ­თან ერ­თად შეკ­რე­ბილ­მა მო­მი­ტინ­გე­ებ­მა გა­და­კე­ტეს. მი­ზე­ზი, მარ­თა­კერ­ტის (აღ­და­რა) რა­ი­ონ­ში სომ­ხუ­რი მხა­რის მიერ გახ­სნი­ლი მა­ღა­რო­ე­ბია, რო­მელ­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე უკა­ნო­ნო­სა და ეკო­ლო­გი­ის­თვის სა­ხი­ფა­თოს უწო­დებს.შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე დღეა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ზის, საკ­ვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა. შე­წყდა იმ­პორ­ტიც. სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის შემ­დეგ, ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი მთი­ან ყა­რა­ბაღ­სა და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს შო­რის ერ­თა­დერ­თი და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი იყო. გზა კვლავ რუ­სუ­ლი სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტის კონ­ტრო­ლის ქვე­შაა. ამ და­პი­რის­პი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ამ დღე­ებ­ში ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა რუს სამ­შვი­დო­ბო­ებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რი­საც.

მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ ისი­ნი სრუ­ლი­ად და­მო­კი­დე­ბუ­ლი არი­ან სომ­ხეთ­ზე.

"იქი­დან შე­დი­ო­და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო მა­რა­გი. სომ­ხე­თი­დან ყო­ველ­დღი­უ­რად შე­დი­ო­და მარ­ცვლე­უ­ლის, ფქვი­ლი, შა­ქა­რი, ბოსტნე­უ­ლი, ხილი თუ სხვა რამ... ბოლო დღე­ე­ბია მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ზის მო­მა­რა­გე­ბაც ამო­უ­წუ­რა და შე­შა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, რომ არ გა­ი­ყი­ნონ. არა­ვინ იცის, რო­დის დას­რულ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი... თუმ­ცა, იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა სახ­ლის და­ტო­ვე­ბა­ზე უარს ამ­ბობს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი გვა­ვიწ­რო­ებს, რუ­სე­თი კი, ძველ პო­ლი­ტი­კას გა­ნაგ­რძობს და ტაშს უკ­რავს..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი რო­ბერტ თუ­მა­ნი­ა­ნი.

"რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ მსოფ­ლი­ომ იცო­დეს რო­გო­რია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნამ­დვი­ლი სახე, აქვე ვა­მა­ტებთ, ასე­ვე უნდა იცოდ­ნენ რო­გო­რია თურ­ქე­თის და რუ­სე­თის სახე, რო­მე­ლიც იმა­ზე სა­ში­შია, ვიდ­რე თუნ­დაც უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის შემ­დეგ... მათ­ზე ისე­დაც ვი­ცო­დით, რომ მტრე­ბი არი­ან, მაგ­რამ რუ­სე­თი ჩუ­მად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, "მე­გობ­რუ­ლად" გვა­ნად­გუ­რებ­და. მსოფ­ლი­ოს უმ­ტკი­ცებ­და, მე აქ ვარ, სომ­ხე­თი ჩემი მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ არი­სო, ამა­სო­ბა­ში კი, ლა­მის მხო­ლოდ რუ­კა­ზე დავ­რჩით, ოღონდ სომ­ხე­თი კი არა, რუ­სუ­ლი სომ­ხე­თი. ახ­ლაც იგი­ვე გზას მი­უყ­ვე­ბა. ცდი­ლობს მო­რა­ლუ­რად წაგ­ვშა­ლოს.

ამ არც თუ დიდ დრო­ში, ამ­დე­ნი რამე მოხ­და, ვიბ­რძვით, რომ მის ორ­ბი­ტას მოვ­წყდეთ, მაგ­რამ ხელს არ გვიშ­ვებს, ან ამ ბრძო­ლის გამო გვსჯის - ახლა ყა­რა­ბაღს გვარ­თმევს, პრინ­ცი­პით, თუ ჩემ­თან არ გინ­დათ, ასე მო­გიხ­დე­ბა­თო. ამ ცივ ზამ­თარ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გათ­ბო­ბის, საკ­ვე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვეს... არა­ვის სჯე­რა, რომ ეს რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე მოხ­და. გვა­ი­ძუ­ლებს, მისი ნარ­ჩე­ნე­ბით ვი­ცხოვ­როთ, რომ ყო­ველ­დღე ცხვი­რი წა­ვიმ­ტვრი­ოთ და გაგ­ვახ­სენ­დეს, რა კარ­გი იყო, რო­დე­საც თავს და­ცუ­ლად ვგრძნობ­დით მის კალ­თა­ში... ამა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ დღე და ღამე რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბი, მაგ­რამ ეს დრო არ დაბ­რუნ­დე­ბა" - მი­აჩ­ნია ელი­ან ვარ­და­ნი­ანს.

myquiz