რა ვიცით "აქლემის გრიპის" შესახებ, რომელიც ბოლო კვირებია კატარში ვრცელდება? | Allnews.Ge

რა ვიცით "აქლემის გრიპის" შესახებ, რომელიც ბოლო კვირებია კატარში ვრცელდება?

საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­შია, თუმ­ცა ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მატ­ჩამ­დე გუნდს მო­უ­წევს საკ­მა­ოდ რთულ გა­მოწ­ვე­ვას გა­უმკლავ­დეს, რაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შე "იდუ­მა­ლი“ ვირუ­სით და­ა­ვად­და, რის გა­მოც, ისი­ნი სას­ტუმ­რო­ში, იზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან. მე­დი­ის ცნო­ბით, ვირუ­სი აქვთ დაიო უპა­მე­კა­ნოს, ად­რი­ენ რა­ბი­ო­სა და კინსლი კო­მანს.

rabio-upamekano-39872-1671177150.webp

ფო­ტო­ზე - რა­ბიო, უპა­მე­კა­ნო და გრიზ­მა­ნი

უც­ნო­ბია, თუ რა ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­დნენ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, თუმ­ცა მე­დია წერს, რომ საქ­მე შე­იძ­ლე­ბა ეხე­ბო­დეს ე.წ. აქ­ლე­მის გრიპს, რო­მე­ლიც კა­ტარ­ში ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და­უ­დას­ტურ­დათ ასე­ვე კა­ტა­რი­დან თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში, მა­გა­ლი­თად, ინ­გლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულ გულ­შე­მატ­კივ­რებს.

რა არის "აქ­ლე­მის გრი­პი"?

"აქ­ლე­მის გრი­პი“ არის ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც მე­დი­ცი­ნა­ში ცნო­ბი­ლია MERS-ის სა­ხელ­წო­დე­ბით. ის გა­მოწ­ვე­უ­ლია MERS-CoV-ით (კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ხე­ო­ბა), არის ზო­ო­ზო­ნუ­რი ვირუ­სი, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს ცხო­ვე­ლებ­სა და ადა­მი­ა­ნებს შო­რის. ცხო­ვე­ლე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე ამ ვირუ­სის მთა­ვა­რი მა­კავ­ში­რე­ბე­ლი აქ­ლე­მია, რის გა­მოც "აქ­ლე­მის გრიპს" უწო­დე­ბენ.

virusi-39966-1671177176.jpg

ვირუ­სი პირ­ვე­ლად 2012 წელს, სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­მოვ­ლინ­და. მას შემ­დეგ კი აღ­წე­რი­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 2600 შემ­თხვე­ვა ადა­მი­ა­ნებ­ში - მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სა­უ­დის არა­ბეთ­ზე მო­დი­ო­და.

MERS‐CoV გა­და­დის ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზეც და ასე­ვე არ­სე­ბობს ვირუ­სის ჰა­ე­რით გა­და­ცე­მის რის­კი. გა­სუ­ლი ათწლე­უ­ლი გან­მავ­ლო­ბა­ში ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აღ­წე­რი­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან 35% სიკ­ვდი­ლით დას­რულ­და. ამ­ჟა­მად არ არ­სე­ბობს ვაქ­ცი­ნა, ან მკურ­ნა­ლო­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი მე­თო­დი. კა­ტა­რი არის ერთ-ერთი იმ 27 ქვეყ­ნი­დან, რო­მელ­მაც ჯან­მო-ს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს "აქ­ლე­მის გრიპს“?

ამ ვირუ­სის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, მშრა­ლი ხვე­ლა, სუნ­თქვის პრობ­ლე­მა, ქო­ში­ნი. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა სიმპტო­მე­ბი იყოს მუც­ლის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის­რე­ვა, ან დი­ა­რეა.

ზო­გი­ერ­თმა მძი­მე შემ­თხვე­ვამ გა­მო­იწ­ვია ისე­თი გარ­თუ­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა პნევ­მო­ნია.

ambebi.ge

myquiz