კიდევ ერთი გლობალური პანდემია აუცილებლად იქნება - რას აცხადებს ჯო ბაიდენი? | Allnews.Ge

კიდევ ერთი გლობალური პანდემია აუცილებლად იქნება - რას აცხადებს ჯო ბაიდენი?

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით მსოფლიოს კიდევ ერთი გლობალური პანდემია ელოდება, - ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.

“ვმუშაობთ კოვიდ-19-ის დასასრულებლად, ამასთან, ვაგრძელებთ უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების და ინსტიტუტების მშენებლობას და ვაჩქარებთ ძალისხმევას საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკეთ ვართ მომზადებულები გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის გამოწვევებს, მათ შორის მომდევნო პანდემიას – და აუცილებლად იქნება ერთი“, - აღნიშნა ბაიდენმა ვაშინგტონში, აშშ-აფრიკის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა სექტემბერში განაცხადა, რომ პანდემია დასრულდა.