როგორ ანაწილებს მსოფლიო გასაყიდად გამოუყენებელ საკვებს გაჭირვებულ ადამიანებზე და რა ეტაპზეა საქართველო? | Allnews.Ge

როგორ ანაწილებს მსოფლიო გასაყიდად გამოუყენებელ საკვებს გაჭირვებულ ადამიანებზე და რა ეტაპზეა საქართველო?

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში საკვების ერთი-მესამედი არამიზნობრივად იხარჯება - საუბარია ვადის გასვლასთან მიახლოებულ ან დეფექტიან პროდუქტზე, რომელიც გაყიდვაში აღარ ჩაეშვება. ასეთი პროდუქტების რიცხვი შეერთებულ შტატებში 40%-მდეა, რაც საკმარისია 2 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად.

გამოუყენებელ საკვებს საკმაოდ ცუდი შედეგები მოაქვს პლანეტისთვის: ნარჩენების დაშლის შედეგად გამოიყოფა მეთანი. გაეროსვე მონაცემებით, სურსათის ნარჩენები ცალკეული ქვეყანა რომ იყოს, ეს იქნებოდა მსოფლიოში სათბურის გაზის მქონე სიდიდით მესამე ქვეყანა, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ.

საბედნიეროდ, ინოვაციური ორგანიზაციები პოულობენ გზებს, რათა აღადგინონ და გადაანაწილონ მსგავსი ტიპის საკვები გაჭირვებულ ადამიანებზე.

ozharvest-newcastle-delivers-to-charity-dara-scaled-1670934096-1671001847.jpeg

2016 წლის თებერვალში საფრანგეთმა მიიღო კანონი სურსათის ნარჩენებთან ბრძოლის შესახებ, რომელიც ნიშნავდა, რომ სუპერმარკეტებს ეკრძალებოდათ გაუყიდველი საკვები პროდუქტების განადგურება და იძულებულნი გახდნენ შეეწირათ იგი. ეს კანონი იყო საკვების ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლის ამოსავალი წერტილი მისი განადგურების აკრძალვით და დონაციის ხელშეწყობით. მიღების შემდეგ, მისი ფარგლები კიდევ უფრო გაფართოვდა, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი დადგენილებებითა და კანონებით.

Aloha Harvest - ჰავაის შტატის ყველაზე დიდი არაკომერციული სურსათის ნარჩენების კომპანიაა. 1999 წლიდან ჯგუფმა გადაარჩინა და გაავრცელა თითქმის 11 მილიონი კილოგრამი (24 მილიონი ფუნტი) საკვები.

City Harvest ნიუ-იორკში ყოველდღიურად აგზავნის 26 მაცივარ-სატვირთო მანქანას, რათა აიღოს საკვები თითქმის 2500 ფერმიდან, რესტორნიდან და სასურსათო მაღაზიიდან. შემდეგ კი ამ საკვებს აწვდის ასობით უფასო სასადილოს, კვების ობიექტსა და საზოგადოების კვების პროგრამებს.

OzHarvest - ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გახსნა ავსტრალიაში პირველი „გადარჩენილი საკვების“ სუპერმარკეტი სიდნეიში, რომელიც ფუნქციონირებს ლოგიკით - „აიღე რაც გჭირდება, გაეცი თუ შეგიძლია“. განაგრძეთ კითხვა