უკრაინაში ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანებულია - როგორ მუშაობს ქვეყნის ენერგოსისტემა | Allnews.Ge

უკრაინაში ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანებულია - როგორ მუშაობს ქვეყნის ენერგოსისტემა

უკრაინაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის რვა ტალღის შემდეგ ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური, ასევე, მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40% დაზიანდა.

ბოლო მასიური თავდასხმა 5 დეკემბერს განხორციელდა, როცა რუსებმა დაბომბვის სამი ტალღით 70-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს. „უკრენერგოს“ პრესსამსახურის მიერ Facebook-გვერდზე გავრცცელებული ცნობით, ამ თავდასხმის შედეგად უკრაინაში დაზიანდა რამდენიმე ელექტროსადგური, ასევე, ძირითადი ქვესადგურები, მათ შორის ქვეყნის სამხრეთში: ოდესის რეგიონში ორი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა, ხოლო დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სარაკეტო შეტევებთან დაკავშირებით კიევში მეტროს მუშაობის რეჟიმი შეიცვალა: ბაქანებზე კიეველთა დიდი რაოდენობის გამო მრავალი მატარებლი სადგურს გაუჩერებლად გადის.

„უკრენერგოს“ ხელმძღვანელის, ვლადიმირ კუდრიცკის ცნობით, „რამდენიმე ელექტროსადგური იძულებული გახდა, ელექტროენერგიის გამომუშავება მთლიანად შეეწყვიტა.“ 9 დეკემბრის მდგომარეობით „უკრენერგო“ თბოელექტროსადგურებში გენერაციის აღდგენას ბოლო შეტევის მაჩვნებლემდე ცდილობდა.

კუდრიცკის მონაცემებით, „23 ნოემბრიდან დღემდე განხორციელებული მასიური დაბომბვების მიუხედავად, უკრაინის ენერგეტიკული სისტემა დაუბალანსებელი მაინც არ არის და ერთიანი მთლიანი სახით მუშაობს. განაგრძეთ კითხვა