ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს - როგორია ვითარება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე? | Allnews.Ge

ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს - როგორია ვითარება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე?

ჩრდილოეთ კოსოვოში საპროტესტო აქციის მონაწილე ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

საპროტესტო აქციები შაბათს ყოფილი პოლიციელის დაკავებამ გამოიწვია. ის გასულ თვეში სერბების მასობრივი გადადგომის პროტესტს შეუერთდა, მას შემდეგ რაც პრიშტინამ განაცხადა, რომ სერბებს მოსთხოვს სერბული სანომრე ნიშნების გაუქმებას, რომლებიც დათარიღებულია 1998-99 წლებამდე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მისიის საპატრულო ავტომობილს ხმოვან-მანათობელი ყუმბარა ესროლეს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკი არ შეეგუება ძალადობას მისი მისიის წევრების მიმართ.

"ევროკავშირი არ შეეგუება @EULEXKosovo-ზე თავდასხმებს ან ძალადობრივი, კრიმინალური ქმედებების გამოყენებას ჩრდილოეთში. ბარიკადები დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას კოსოვოს სერბების ჯგუფების მიერ. სიმშვიდე უნდა აღდგეს", - დაწერა მან „ტვიტერზე“.

myquiz