"ყოველ ჯერზე, როცა პუტინთან ვსაუბრობ, ის მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობა სურს" - შოლცი თვლის, რომ თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდაა საჭირო | Allnews.Ge

"ყოველ ჯერზე, როცა პუტინთან ვსაუბრობ, ის მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობა სურს" - შოლცი თვლის, რომ თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდაა საჭირო

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ ოლაფ შოლ­ცის თქმით, ის ვერ ხე­დავს ნიშ­ნებს, რომ პუ­ტინს თა­ვის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ გეგ­მებ­ზე უა­რის თქმა შე­უძ­ლია, ამი­ტომ სა­ჭი­როდ თვლის თავ­დაც­ვა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გაზ­რდას, - ამის შე­სა­ხებ მან პოტსდამ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან შეხ­ვედ­რის დროს გა­ნა­ცხა­და.

"ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც პუ­ტინ­თან ვსა­უბ­რობ, ის ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ამ­ბობს, რომ რა­ღა­ცის და­პყრო­ბა სურს… მას უბ­რა­ლოდ ძა­ლით სურს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის და­პყრო­ბა“, - თქვა შოლცმა, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ჰქონ­და პუ­ტინ­თან.

კან­ცლე­რის თქმით, ის სა­ჭი­როდ თვლის ასეთ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებს, ვი­ნა­ი­დან მათ შე­უძ­ლი­ათ აჩ­ვე­ნონ არის თუ არა კრემლში რამე ცვლი­ლე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შოლცმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ომში რუ­სე­თის და­ნა­კარ­გე­ბი შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან დიდი იყოს.

"ზუს­ტად არ ვი­ცით რამ­დე­ნი რუსი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა. მაგ­რამ ეს შე­იძ­ლე­ბა 100 ათა­სიც იყოს“, - თქვა კან­ცლერ­მა.

შოლცმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ წარ­სულ­ში რუ­სეთს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ უკვე აჩ­ვე­ნა თა­ვი­სი სამ­ხედ­რო­ე­ბის სი­სას­ტი­კე. მა­გა­ლი­თად მან სი­რია და ჩეჩ­ნე­თი მო­იყ­ვა­ნა, სა­დაც მთე­ლი ქა­ლა­ქე­ბი „იქნა წაშ­ლი­ლი“.

myquiz