"ჩვენ ნაგავს არ ვტოვებთ!" - კატარში იაპონელი ფანების საქციელმა ბევრი გააკვირვა, არადა, სისუფთავე იაპონური კულტურის ნაწილია
კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონელი გულშემატკივრები ყოველი თამაშის შემდეგ, ტრიბუნებს ალაგებენ. გერმანიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, ერთ-ერთმა ფანმა აღნიშნა:
"ჩვენ იაპონელები ვართ, ამიტომ ჩვენს შემდეგ ნაგავს არ ვტოვებთ. ამ ადგილს პატივს ვცემთ“.
ასეთი მაგალითები უმრავლესობას მაინც გვაოცებს, თუმცა იაპონელებისთვის დალეგება და გარემოს დასუფთავება ნორმაა.
იაპონური მსოფლმხედველობის მნიშვნელოვან ნაწილს სისუფთავე წარმოადგენს: სისუფთავე - სიკეთეა, სიბინძურე - ბოროტება. სისუფთავის საწინააღმდეგო - კეგარეა. ეს არის იაპონური ცნება ბუდიზმსა და სინტოიზმში, რაც ჭუჭყიანს, უსუფთაოს, უწმინდურს ნიშნავს... მას მიეკუთვნება ასევე სიკვდილი, დაავადებები და სხვა ცუდი ცხოვრებისეული ყოფა. იმისათვის, რომ მას ადამიანმა თავი აარიდოს, საჭიროა რიტუალები, რომელიც სულიერ და ფიზიკურ "გასუფთავებას“ გულისხმობს.
სინტოისტური ტაძრის სასულიერო პირის დამხმარე კანდა ნორიაკი იკედა ამბობდა: "თუ ადამიანი კეგარაში იტანჯება, ამან ზიანი შესაძლოა მთელ საზოგადოებას მიაყენოს. ასე რომ სისუფთავის დაცვა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. ეს თქვენს განწმენდაში გეხმარებათ და ასევე, საზოგადოებას დიდ ტრაგედიას არიდებს. აი, რატომ არის იაპონია ძალიან ძლიერი ქვეყანა“.