"მესმის ქართველი ბიჭების, თუ რატომ იბრძვიან სხვის მიწაზე საქართველოსთვის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს" - ექსპერტი რუსეთ-უკრაინის ომზე | Allnews.Ge

"მესმის ქართველი ბიჭების, თუ რატომ იბრძვიან სხვის მიწაზე საქართველოსთვის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს" - ექსპერტი რუსეთ-უკრაინის ომზე

უკ­რა­ი­ნა­ში კვლავ უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა, ომის დას­რუ­ლე­ბის კონ­ტუ­რე­ბი ჯერ არ ჩანს. ამ სა­კი­თხეს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა ექ­სპერ­ტმა მა­მუ­კა არე­ში­ძემ. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა ჯერ შე­უძ­ლე­ბე­ლია. ზამ­თრის გამო ინ­ტენ­სი­უ­რი ბრძო­ლე­ბი ვერ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერ­თა­დერ­თი ქა­ლა­ქი ბახ­მუ­ტია, რომ­ლის გარ­შე­მოც სის­ხლისმღვრე­ლი ბრძო­ლაა.

გა­სულ კვი­რას უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. ჯერ 27 წლის ბიჭი, ჯაბა ხო­ფე­რია დაგ­ვე­ღუ­პა, მერე 5 ქარ­თვე­ლი და­ე­ცა ბახ­მუტ­თან, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ვუ­სამ­ძიმ­რებ მათ ოჯა­ხებს. მე მეს­მის ამ ბი­ჭე­ბის, თუ რა­ტომ მი­დი­ან და იბ­რძვი­ან სხვის მი­წა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვის რა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, ყვე­ლა მებ­რძო­ლი სიკ­ვდილს ყო­ველ­დღი­უ­რად თვა­ლებ­ში უყუ­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ისი­ნი "კა­დი­რო­ვე­ლე­ბის" ჩა­საფ­რე­ბას ემსხვერ­პლნენ, ამას­წი­ნათ ახ­მედ ზა­კა­ევს ვე­ლა­პა­რა­კე და მან ასე­თი რამ თქვა, - ესე­ნი ჩეჩ­ნე­ბი კი არა, ტუ­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც რე­ჟიმს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ა­ნო... ამ­გვა­რი ტუ­რე­ბი იბ­რძოდ­ნენ აფხა­ზეთ­შიც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ. კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და­ღუ­პუ­ლე­ბის გამო, ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია.

დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა რე­სურ­სე­ბი ექ­ნე­ბათ მხა­რე­ებს გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლის და­წყე­ბის წინ. უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში რომ მო­რა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ­სე­ბი­თად არ შე­იც­ვლე­ბა, ფაქ­ტია. ქვე­ყა­ნას სამ­ხედ­რო რე­სურ­სიც აქვს. ამ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა მა­ინც ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სია, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად მებ­რძო­ლე­ბი­სა თუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­რა­ლურ მდგრა­დო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რა­დაც ქმნის პრობ­ლე­მებს ფრონ­ტის ხაზ­ზე.

რუ­სე­თიც ცდი­ლობს სამ­ხედ­რო რე­ზერ­ვე­ბის შევ­სე­ბას, ირა­ნი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად შე­დის ია­რა­ღი. მო­რა­ლუ­რად რუ­სე­თის არ­მი­ა­ში უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ომში იძუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს, მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რაც გე­ნე­რა­ლი­ტეტ­ში ხდე­ბა, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, სპეც­სამ­სა­ხუ­რებს და­უქ­ვემ­დე­ბა­რეს. გარ­და ამი­სა, გე­ნე­რა­ლი­ტე­ტის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ის ვი­თა­რე­ბა, რაც ე.წ. კერ­ძო არ­მი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ პრი­გო­ჟინს ჰყავს "ვაგ­ნე­რი", რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით უკვე ავი­ა­ცი­აც გა­დას­ცეს, და­ი­წყო სხვა კერ­ძო არ­მი­ე­ბის შექ­მნაც. მა­გა­ლი­თად, ახ­ლა­ხან 2 მდი­დარ სო­მეხს - სარ­ქი­სი­ან­სა და კა­რა­პე­ტი­ანს და­ა­ვა­ლეს ახა­ლი კერ­ძო არ­მი­ის შექ­მნა.უკვე არა­ერ­თი სხვაც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ეს არ­მი­ე­ბი ნო­მი­ნა­ლუ­რად გე­ნე­რა­ლი­ტეტს კი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად სა­კუ­თარ დამ­ფუძ­ნებ­ლებს ემორ­ჩი­ლე­ბი­ან. ეს ქმნის ქა­ოსს სამ­ხედ­რო სტრუქ­ტუ­რებ­ში. რუ­სეთ­ში სხვაც ბევ­რი პრობ­ლე­მაა. მა­გა­ლი­თად, ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მძიმ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­თის პრო­ვინ­ცი­ებ­ში. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა კი მა­ინც ის არის, რომ ხდე­ბა აშ­კა­რად დის­ტან­ცი­რე­ბა ცენ­ტრსა და ავ­ტო­ნო­მი­ურ-რე­გი­ო­ნულ წარ­მო­ნაქ­მნებს შორის. ამ თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­სა და თათ­რე­თის რეს­პუბ­ლი­კე­ბის მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც ცოტა ხან­ში კი­დევ უფრო სკან­და­ლუ­რი გახ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მო­რა­ლურ დო­ნე­ზე რუ­სე­თის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია და­წყე­ბუ­ლია.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში პო­ზი­ტი­უ­რი ის არის, რომ პუ­ტინ­მა და მედ­ვე­დევ­მა შე­წყვი­ტეს ატო­მუ­რი რი­ტო­რი­კა, რაც, ჩემი აზ­რით, ჩი­ნე­თის მმარ­თველ სი ძინ­პი­ნის გან­ცხა­დე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. მან პირ­და­პირ მო­უ­წო­და მოს­კოვს, ამა­ზე ლა­პა­რა­კი უნდა შე­წყდე­სო. რას მო­ეს­წრო რუ­სე­თი, რომ ჩი­ნე­თი უფ­რო­სად ჰყავს! არ ვიცი, რო­გორ პა­ტი­ობს ამ ყვე­ლა­ფერს რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა პუ­ტინს, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­ჩა­ნა­გა. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად